ქართველ “ქურდებს” შორის ბრძოლა მწვავდება – “ბესო რუსთავსკიმ” კავკასიური კლანები გახეთქა

რუ­სეთ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის კვალ­დაკ­ვალ, რომ და­უნ­დო­ბე­ლი ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­დონ კრი­მი­ნა­ლებს, ქარ­თველ ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა. რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა Прайм Крайм-ის ცნო­ბით, ამ­ჯე­რად მათი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში 36 წლის ყო­ფი­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ბესო კვი­ნი­ხი­ძე გახ­და, რო­მე­ლიც კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში “ბესო რუს­თავ­სკის” ზედ­მეტ­სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი.

გავ­ლე­ნი­ან კლა­ნებ­ში ბესო მაქ­სიმ ფრან­ცუზ­თან ერ­თად გახ­და აღი­ა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­ნაც ერ­თად ის წლე­ბის წინ სმო­ლენ­სკის ოლ­ქის ცი­ხე­ში სას­ჯელს იხ­დი­და. მათ­თან ერ­თად იყო ან­დრეი თურ­ქი და თე­მურ გული. ამ “ოთხე­უ­ლი­დან” რე­ა­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბი ახლა მხო­ლოდ გუ­ლის აქვს.

“მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ პე­ტერ­ბურ­გელ­მა კრი­მი­ნა­ლებ­მა ბესო ლეხა ირ­კუტსკის­თან ერ­თად “გა­ა­ბა­თი­ლეს” იმ მი­ზე­ზით, რომ ის ე.წ. ქურ­დე­ბის ოჯახ­ში მო­ტყუ­ე­ბით შე­ვი­და, რად­გან “ბუ­ტირ­კის” ცი­ხე­ში მომ­ხდა­რი ინ­ცინ­დენ­ტის შე­სა­ხებ არ გა­ამ­ხი­ლა. სა­უ­ბა­რია 2006 წელს მომ­ხდარ ფაქ­ტზე, რო­დე­საც ბე­სოს ასე­ვე კრი­მი­ნა­ლი გუჯა თურ­ქა­ძე ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და და ე.წ. ობ­ში­ა­კის წი­ლე­ბი­დან ჩა­მო­ა­შო­რა, რად­გან მან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წი­ნა­შე უბ­რა­ლო პა­ტი­მა­რი სცე­მა. ამის შემ­დეგ ის გუ­ჯას­თან ან­გა­რი­შის გას­წო­რე­ბას აპი­რებ­და, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მისი ე.წ. ქურ­დულ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბა შალ­ვა ოზ­მა­ნო­ვამ, იგი­ვე “კუ­სი­ამ” სცა­და, რო­მე­ლიც შაქ­როს ნა­თე­სა­ვად ეკუთ­ვნის. ამის წი­ნა­პი­რობ, ე.წ. ზო­ნა­ში ბე­სოს “დამ­სა­ხუ­რე­ბა” გახ­და, რო­დე­საც მან ერთ-ერთ ცი­ხე­ში ე.წ. სა­რა­ტო­ვის მმარ­თვე­ლო­ბა “გა­ალ­ღო” და “წი­თელ რე­გი­ონ­ში”, სა­დაც პა­ტიმ­რებს კლავ­დნენ და აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, “ქურ­დუ­ლი წეს­რი­გი” და­ამ­ყა­რა. არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კუ­სია სწო­რედ ბე­სოს დახ­მა­რე­ბით გა­დარ­ჩა” – წერს გა­მო­ცე­მა. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლაფ­რის უკან იმა­ვე ცი­ხე­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­ტი­ტე­ტი ირაკ­ლი და­ნე­ლია იდგა. ბე­სომ კი უბ­რა­ლოდ ქუ­ლე­ბი და­ი­წე­რა.

საქ­მე ის არის, რომ მას შემ­დეგ რაც ბესო კვი­ნი­ხი­ძეს ცი­ხის ამ­ბე­ბი, რუ­სეთ­ში ასე­ვე ძალ­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი კრი­მი­ნა­ლის, ნა­დირ სა­ლი­ფო­ვის, იგი­ვეს “გუ­ლის” უამ­ბეს, ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ იყო, თუმ­ცა მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ “ბესო არ­ტის­ტუ­ლი ნა­ტუ­რა იყო, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად დი­დე­ბის­კენ მი­ის­წრაფ­ვო­და, რა­საც საკ­მა­ოდ კარ­გად და სწო­რად აკე­თებ­და… თუ არ ჩავ­თვლით ხან­და­ხან გა­რე­ულ ია­ფ­ფი­ა­სი­ან ეფექ­ტებს, რა­ზეც სხვე­ბი ცუ­დად ხუმ­რობ­დნენ” – წერს გა­მო­ცე­მა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ბე­სომ უკვე მო­ა­ხერ­ხა და არა მხო­ლოდ ქარ­თულ, მთლი­ა­ნად კავ­კა­სი­ურ კლა­ნებ­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნა და ახლა, რო­დე­საც ისი­ნი რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ არი­ან, კავ­კა­სი­ე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვი­ან, რაც მათი “გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის­თვის”სა­უ­კე­თე­სო გზაა.

(ამბები)

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.