ქართული კრიმინალური დაჯგუფებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში – ევროკომისია შეშფოთებულია

ევროკომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტეროტორიაზე ქართული კრიმინალური დაჯგუფებების არსებობას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებს. უვიზო მიმოსვლის შესახებ გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშში საუბარია, რომ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები საქართველოდან კვლავ შედიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებს მოქალაქეთა რიგებში, რომლებიც ჩართულები არიან სეროზულ და ორგანიზებულ დანაშაულში ევროკავშირის ტერიტორიაზე.

ევროკავშირს აშფოთებს ის ფაქტი, რომ საქართველო ხშირად უარს ეუბნება თავშესაფრის მაძიებლებს ქვეყნის შიგნით. უსაფრთხოების მოტივით მონაცემების მიხედვით, საქართველომ უარი იმ ადამიანების 26%-ს უთხრა, ვინც თავშესაფარი ითხოვა ჩვენს ქვეყანაში.

განგაშის სიგნალი ევროკავშირის ქვეყანაში 107 წლის სექტემბრისთვის 18-ჯერ გამოიყენეს, როცა კონკრეტულ დანაშაულში საქართველოს მოქალაქე იყო ეჭვმიტანილი, ციფრი გასულ წელთა შედარებით თითქმის გასამმაგებულია.

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროექტის მენეჯერის, პაატა გაფრინდაშვილის განცხადებით, ხელისუფელებამ საკითხებზე, რომელიც ევროკომისიის ანგარიშში მოხვდა, სერიოზული ყურადღება უნდა გაამახვილოს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უნდა გადამოწმდეს, რამდენად სწორად ავსებს საჯარო მოხელე ქონებრივ დეკლარაციას.

ვიზალიბერალიზაციის ანგარიში დასავლეთის 5 და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს ეხება და ასეთ დოკუმენტს ევროკომისია ყოველ წელს გამოაქვეყნებს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.