“ქართული ოცნება გვამზადებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის”

“ქართული ოცნების” ნარატივი ზურაბიშვილის, ვოლსკის და ღარიბაშვილის შესრულებით – რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ სააკაშვილი ოკუპაციის თანაავტორი – არის მოღალატეობრივი და უკიდურესად საშიში.

ეს ნარატივი, უფრო სწორედ, მისი განშლა – სააკაშვილმა დაბომბა მშვიდობიანი მოქალაქეები არაშერჩევითი ცეცხლით, რომელიც პირველმა გახსნა – არის გზა, მიმავალი ომის დანაშაულამდე და განადგურებამდე ეთნიკური ნიშნით. ეს არის კოსოვოს აღიარების პრეტექსტი და ამას ამტკიცებს დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება შეთანხმებულად, მრავალ ხმაში.

საკუთარ ტერიტორიაზე თვითონ ხელისუფლება რომ კოსოვოს პრეცედენტს ამტკიცებს, როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს?

რამდენიც არ ვიფიქრე, ვერაფერი სხვა ვერ მოვიფიქრე:

ქართული ოცნება გვამზადებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის. თუ თავად არა, ბევრი ქვეყნისთვის იურიდიული წინაპირობის მიცემის გზით.

ეს იქნება გამოუსწორებელი და შეუქცევადი ეროვნული კატასტროფა”-წერს ნიკა გვარამია, რომელიც აღნიშნული პოსტით აგვისტოს ომთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრების განცხადებებს ეხმაურება, სადაც ისინი მომხდარში ყოფილ პრეზიდენტს და ენმ-ს ადანაშაულებენ.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.