“ქართული ოცნება მმართველობის თვალსაზრისით იმყოფება სწორედ “შტოპორის” მდგომარეობაში”

ხომ იცით რა არის “შტოპორი”?
ბოთლის გასახსნელი არა 
რუსებს ავიაციაში აქვთ ეს ტერმინი. პილოტი როდესაც კარგავს მართვაზე კონტროლს, თვითმფრინავი იწყებს წრიულად ბრუნვას და ვარდება, საკმარისი სიმაღლე თუ არ ყოფნის თვითმფრინავის “შტოპორიდან” გამოყვანის შანსი არ არსებობს. უეჭველი ჩამოვარდება.
“ქართული ოცნება” მმართველობის თვალსაზრისით იმყოფება სწორედ “შტოპორის” მდგომარეობაში. დაკარგული აქვს მართვის ბერკეტები და სადავეები. ოღონდ ჯერ კიდევ “ჰაერში” არიან, ჯერ კიდევ ჰგონიათ რომ “მიფრინავენ”. “სიმაღლის” თვალსაზრისითაც მაღალი დონის და ხარისხის მმართველობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან, ამიტომ “სიმაღლეც” არ ეყოფათ.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

ფაქტები.ჯი

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.