“ქართული ოცნების“ მართვის ფორმა მიუღებელი გახდა… სადაც უზნეობაა წაქეზებული“ – დავით მაღრაძე

დავით მაღრაძემ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი და ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო, „რეაქციის“ ეთერში „ქართული ოცნება“ პოლიტიკური მართვის სტილი გააკრიტიკა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მართვის დღევანდელი ფორმა მიუღებელი გახდა ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანსითვის. სადაც სამართალს ფასი არ აქვს, სადაც ადამიანის ზნეობა დაფასებული არ არის და უზნეობაა წაქეზებული, როცა ცუდი ჩამდენი გჭირდება. რატომ გჭირდება ცუდის ჩამდენი? რომ ისევ ცუდი ჩაიდინოს, ხომ?“ – დავით მაღრაძემ „რეაქციის“ ეთერში „ქართული ოცნება“ პოლიტიკური მართვის სტილი გააკრიტიკა.

დავით მაღრაძის თქმით, მას გადაწყვეტილი აქვს ორგანიზაცია „დაიცავი საქართველო“ აღადგინოს და ძველი თანაგუნდელები შემოიკრიბოს. მისი თქმით, ის უკვე შეეხმიანა გია და ლევან გაჩეჩილაძეებს, ლაშა ამირეჯიბს, კახა მიქაიას და სხვებს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.