“”ქართული ოცნების” მილიონერ-მილიარდელებო, იქნებ ვინმემ დააწესოთ ჯილდო ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელების დაკავებისთვის ან ლიკვიდაციისთვის!”

ალუდა შამანაური სოციალურ ქსელში წერს!

“ქართული ოცნების” მილიონერ-მილიარდელებო, იქნებ ვინმემ დააწესოთ ჯილდო ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელების დაკავებისთვის ან ლიკვიდაციისთვის!
ამდენი ვითომ საქართველოზე და ამ ქვეყნის მოსახლეობაზე მზრუნველი და მოჭიკჭიკე არსებები, რომ სხედხართ მთავრობა, პარლამენტი და საკრებულოებში ათობით მილიონერი და უყურებთ თითქმის ყოველ კვირა როგორ იტაცებენ ჩვენ მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, როგორ აყენებენ შეურაწყოფას, როგორ ავსებენ თავის ბიუჯეტს ჩვენი უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე და როგორ თვალწინ გვიკლავენ ქართველ ვაჟკაცებს, არც ერთს არ დაგბადებიათ აზრი პარლამენტის 42 ან თბილისის საკრებულოს 12 მილიონერს (ხელისუფლების სხვა მილიონერ წევრებსაც გეხებათ), რომ თუნდაც ყველას ერთად ერთი მილიონი დაგეწესებინათ სეპარატისტი ნაძირლების მიმართ ჩვენი მოკლული ბიჭებისთვის დასაჭერად, აქ ჩამოსათრევად ან თუნდაც ლიკვიდაციისთვის ასე რთულია თანამდებობის თბილ სკამზე უარის თქმა და ნამდვილი ქართული საქმის გაკეთება? თუ ოღონ საკუთარი უკანალი გქონდეთ თბილად, თქვენივე ხალხი ძარცვოთ ამით გამდიდრდეთ და სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო ეგაა თქვენი პოლიტიკა და ქვეყნის ერთგულების ფიცი? ერთმანეთზე ქალებივით ჭორაობას და გავლენების გადანაწილებას ფულის საკეთებლად ჯობდა ქვეყნის საქმე გეკეთებინათ!
თქვენი გატარებული პრაგმატული პოლიტიკა უღირსობის, ქვეყნისთვის ლაფის დამსხმელის პასუხის არგაცემის და ჩმორი კურდღლის პოლიტიკაა, რომელიც საკუთარი კეთილდღეობით არის დაკავებული და სხვა გარშემო მყოფი თავისი მოქალაქეები ფეხებზე კიდია!
მართლა ფურთხის ღირსია ის საქართველო სადაც ხალხი ითმენს ასეთ ხელისუფლებაში მოკალათებულ ნაძირლებს, რომელიც ქვეყანას და ხალხს წამოჯდომიან თავზე და იქიდან ჩამოსვლის მაგივრად თავშიც უტყაპუნებენ!

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.