“ქართულმა ოცნებამ” დაიწყო საარჩევნო კამპანია ჩემ წინააღმდეგ შავი პიარით” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია მის წინააღმდეგ შავი პიარით დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი მის მიმართ მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვასთან დაკავშირებით.

„ეს შეფასებები დაბნეულობის შთაბეჭდილებას ტოვებს, მე ვხედავ მთელ ტალღებს, არა მარტო შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით, ჩვენ ვნახეთ შავი პიარის ტალღა შეწყალებასთან დაკავშირებით, შავი პიარის ტალღა ე.წ. სააკაშვილთან გარიგების ნაწილში. ყოველ დღე ვხედავთ წარუმატებელი შავი პიარის ინიციატივებს, რომელიც, ჩემი აზრით, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ფაქტობრივად, 4 წლის განმავლობაში საპრეზიდენტო ინსტიტუტს ებრძოდა და ცდილობდა საპრეზიდენტო ინსტიტუტის დემონტაჟს. ამ პოლიტიკურ გუნდს ვერ ვხედავ, რომ ჰქონდეს ჩამოყალიბებული თავისი შეხედულება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ვერ ჩამოყალიბდნენ. ამავე ფონზე ეტყობა ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ შავი პიარი უნდა ვაწარმოოთ მოქმედი პრეზიდენტის მიმართ… “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო საარჩევნო კამპანია ჩემ წინააღმდეგ შავი პიარით,“ – განაცხადა მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.