„ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დანიშნულმა იუსტიციის საბჭომ სულხან მოლაშვილი მეორედ მოკლა

„ქართული ოცნება“, რომელიც იყო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისთვის მოსული, მისმა არჩეულმა იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლედ დანიშნა სულხან მოლაშვილის მოსამართლე და ყველა გახმაურებულ საქმეებში გადაწყვეტილებების მიმღები და ადამიანის უფლებების შემლახველი მოსამართლეები. ეს პირდაპირ მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე მოსახლეობის მიმართ, მათ არც ხალხი აინტერესებთ და არც მათი გაჭირვება, ისინი მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გასქელებისთვის არიან მოსულები, რასაც ყოველდღე უყურებთ: კორუფცია, უსამართლობა, ნეპოტიზმი და აფერისტობა!
დღეს მმართველი გუნდის სახელია: მურუსიძე, ჩინჩალაძე, გოცირიძე და უფრო მათი ხელის ბიჭები. ადვილი მისახვედრია რატომ არის შეტევაც თავისუფალ მედიაზე, რატომ სურთ მედიის აფსოლუტური კონტროლი.
P.S. ასე საკუთარ მოსახლეობას სულში აფურთხებდე ეს მხოლოდ ერთზე მეტყველებს, შუბლის ძარღვის, სინდის-ნამუსის და აფერისტობის მწვერვალზე!

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.