ქართულ ბაზარზე ელექტროტაქსები გამოჩნდება

გამოცემა “კომერსანტის” ინფორმაციით, ტაქსების ქართულ ბაზარზე აპრილში კიდევ ერთი კომპანია “იბერი” შემოვიდა.

გამოცემა კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ “იბერი” ბაზარზე თანამედროვე სისტემის ეკონომ კლასის, პიკაპ კლასის, პრემიუმ და ბიზნეს კლასის მანქანებით ოპერირებს.

ამ ეტაპზე კომპანია ბაზარზე 120 მანქანით არის წარმოდგენილი და მანქანების რაოდენობის გაზრდასთან ერთად ბაზარზე ელექტრომანქანების შემოყვანასაც გეგმავს.

დღეისთვის, “იბერი” მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი, თუმცა გამოძახების შემთხვევაში რაიონებსაც ემსახურება.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.