“ქართულ ინტერნეტ ბაზარზე ძალიან ცოტა და დიდი მოთამაშეები არიან”

ინტერნეტ საზოგადოების(ISOC) წარმომადგენელი მაარიტ პალოვირტა საქართველოს ინტერნეტ ბაზარზე არსებულ გამოწვევებს ასახელებს. მისი თქმით, გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ ბაზარზე მხოლოდ 2 მსხვილი ოპერატორია.

“ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ვფიქრობ, დაკავშირებულია გეოგრაფიასთან, რადგან საქართველო მთიანი ქვეყანაა. ეს კი მოითხოვს მეტ ინვესტიციას ინტერნეტ ოპერატორებისგან. კიდევ ერთი ბარიერი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ბევრი ქვეყნის მსგავსად, აქაც არის ის, რომ ბაზარზე ძალიან ცოტა და დიდი მოთამაშეები არიან. უნდა მოვძებნოთ გზა იმისთვის, რომ ბაზარი ღია იყოს პატარა ოპერატორებისთვის. რათა ბაზარი უფრო კონკურენტული იყოს”,- აცხადებს მაარიტ პალოვირტა.

მისივე თქმით, ბაზრის გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის კანონმდებლობა ევროკავშირისას დაუახლოვდეს.

“არსებობს პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. ევროკავშირს ამ მიმართულებით სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯები აქვს. ისეთი როგორიცაა ინფრასტრუქტურის გაზიარება ოპერატორებს შორის. რადგან მანამდე ყველას ცალ-ცალკე ინფრასტრუქტურა გააჩნდა, რაც გულისხმობდა ორმაგი თანხების ხარჯვას. ვფიქრობ, ამის დანერგვა დაეხმარება საქართველოსაც”,-აცხადებს ინტერნეტ საზოგადოების(ISOC) წარმომადგენელი.

ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
წყარო: bm.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.