„ქართულ ოცნებას” გადავარქვათ სახელი, ,,აუხდენელი ოცნება” ვუწოდოთ“

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია სოციალურ ქსელში წერს:

ზაზა შათირიშვილი: ,,მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვართ, ჩვენ ხელს არ გვაძლევს, ეს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე ასხამს წყალს, რათა მუდმივად ჰქონდეს არგუმენტი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამ მდგომარეობით “ნაციონალური მოძრაობა” ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს და ადგენს თამაშის წესებს: ვინ ვის უნდა ელაპარაკოს, ვის _ არა; ვისთან დიალოგის შემთხვევაში ხარ დადებითი ძალა და ვისთან _ უარყოფითი”…

აი, თურმე რაში ყოფილა საქმე, ნაცების შიშით კარში ვერ გავსულვართ და ხალხს ვერ დავლაპარაკებივართ!
ჩვენს ირგვლივ შექმნილი მდგომარეობით ნაცების წისქვილზე დაგვისხამს წყალი და ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაც ნაცებისთვის ,,მიგვინდია!”
თამაშის წესებიც თურმე ნაცებს დაუდგენიათ. მათი სანქციის გარეშე, არათუ პოლიტიკურ პარტნიორებს ან მტრებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს და მეზობლებსაც ვერ დავლაპარაკებივართ.
ხმის ამოღება და უცებ ნაცები დაგვსხმიან თავს და მათ განუსაზღვრავთ ჩვენი სხვასთან დიალოგის გაგრძელებაც და შეწყვეტაც.
არადა, ნაცები რომ არ იყვნენ, რა კარგად ვიქნებოდით, რავა გავშლიდით ფრთებს და გავინავარდებდით, ვისთანაც მოგვინდებოდა, მასთან ვიბაზრებდით, პოლიტიკურ დღის წესრიგსაც თავად შევქმნიდით და საკუთარ წისქვილზე წყალსაც დავასხამდით და თუ მოგვინდებოდა, ლიმონათსაც…
მარა რად გინდა, ნაცებისგან ჩვენი განთავისუფლება დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება, ამიტომ ვიყოთ რეალისტები, ,,ქართულ ოცნებას” გადავარქვათ სახელი, ,,აუხდენელი ოცნება” ვუწოდოთ და შევეგუოთ ბედს! იქნებადა ბედისადმი შეგუებაა არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი და გამოსავალთან ერთად 2020 წლიდან მინიმუმ ორი საპარლამენტო ოთხწლედის შემდეგ, ნაცებისგან თავის დაღწევის ერთადერთი შანსიც!!!

P.S. მააშ, ასეა, თუ ნაცებისგან შეშინებულებს გვინდა ამ დუნიაზე ვიცხოვროთ, 2020-ში, 2024-ში და 2028-შიც ,,ქართული ოცნება” უნდა ავირჩიოთ!
მერე?!…
მერე, ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი.“

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.