“ქართულ ოცნებას” სულ უფრო და უფრო უჭირს ამომრჩევლის ნდობის მოპოვება – პოლიტოლოგი

ინფრასტრუქტურის მინისტრის შეცვლის შემდეგ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამთავრობო ცვლილებების გაგრძელება საჭიროა, რადგან სხვა შემთხვევაში სახელისუფლებო გუნდი მხარდამჭერებს დაკარგავს.

“სასურველია, რომ სამთავრობო ცვლილებები მოხდეს, რადგან “ქართულ ოცნებას” სულ უფრო და უფრო უჭირს ამომრჩევლის ნდობის მოპოვება. რაც მეტი სანდო ფუგურა იქნება, მით უფრო გაუადვილდება არჩევნების მოგება.

ბოლო პერიოდში რა ცვლილებებიც მოხდა, ვგულისხმობ როგორც დედაქალაქის ახალ მერს, ისე შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებს, გაამართლა. სამივე შემთხვევაში დადებითი რეაქცია უფრო მეტია, ვიდრე უარყოფითი. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია, მოხდეს ცვლილებები, რაც დადებით დამოკიდებულებას გააჩენს როგორც კონკრეტული პირების, ისე იმ პარტიის მიმართ, რომელსაც ისინი ეკუთვნიან”-აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან”

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილი ტრიბუნიდან იქადნება, რომ მისი გადადგომის ტაიმერი რამდენიმე წელი არ დარეკავს, ამაზე ლაპარაკიც კი სასაცილო და არასერიოზულია. ეს არის ფაქტორები, რაც კვირიკაშვილზე დამოკიდებული არ არის.

“კვირიკაშვილმა ფეხებიც კი აბაკუნა – რომ ჩემს წასვლას ვერ მოესწრებითო. აი, ასეთი არასერიოზული სურათი მივიღეთ. თუმცა სისტემა, რომელსაც კვირიკაშვილი ჰქვია, დასრულებულია და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ სისტემის ნაწილი იყო ალავიძე. მისი თანამდებობიდან წასვლა დროის საკითხია, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გიორგი კვირიკაშვილი სისტემურად არ არსებობს”, – აღნიშნავს ხუხაშვილი.

ექსპერტის აზრით, სამთავრობო ცვლილებების რბილი სცენარი არსებობდა, რომლის მიხედვითაც, კვირიკაშვილი მშვიდად უნდა გადაბარგებულიყო პრეზიდენტის სავარძელში, მაგრამ, როგორც ჩანს, მან არ მოისურვა რბილი სცენარით წასვლა, ამიტომ მოუწევს ხისტი სცენარით წასვლა, რომელიც მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება.

წყარო: guriismoambe.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.