«ქართულ ოცნებას» 20 დეპუტატი გამოეყოფა და სკანდალურ განცხადებას გააკეთებს»

„ალიას“ იურისტი ვალერი გელბახიანი ესაუბრება:

 – პოზიციაბოლო დროს უკვე ზონდერად ქცეულ ვიცეპრემიერ ბღუჯაქუმსიშვილზეჯეჯელავა უკვე წასულია თანამდებობიდანმაგრამ ეხლა გამოჩნდა ინფორმაციარომ ისინი ტვ«პირველთან» აწარმოებდნენ წილების ყიდვის პროცესს და ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიისგანმოითხოვდნენტონალობა შეერბილებინათ და ასე ვთქვათხელისუფლების სასარგებლოდ ემუშავათიგივემოხდა «იბერიაზეც», ბიზნესმენ ოქუაშვილთან დაკავშირებითუკვე მერამდენედ გაჟღერდა ქუმსიშვილის გვარიძალიან ცუდ კონტექსტშივინ მფარველობს ქუმსიშვილსრატომ არის ასეთი გათავხედებული?

– რა მახსენდება იცითმე-20 საუკუნეში სოციალისტური რევოლუციების გარიჟრაჟზე ევროპაში დადიოდა ერთერთი სლოგანი: «აჩრდილი დადის ევროპაშიაჩრდილი კომუნიზმისა!» აიეს პერიფრაზა მინდა გამოვიყენო – «აჩრდილი დადის საქართველოშიაჩრდილი სააკაშვილისა!» სააკაშვილი აღარ არისმაგრამ ის დარჩა მეთოდშიხელწერაში და ტექნოლოგიაში!.. სააკაშვილი ადრე ანადგურებდასპობდა და იმორჩილებდა ტელევიზიებს დამედიასაშუალებებს, «ოცნების» ხელისუფლებაც იგივეს შვრება დღესთუ ძალით არაყოველ შემთხვევაში მუქარითაღწევს ამასამიტომ ის ბრძოლა უნდა გაგრძელდესრა ბრძოლაც იყო გამოცხადებული სააკაშვილის რეჟიმისწინააღმდეგამიტომ «ქართული ოცნება» შეეცდებათავი დაიცვას ასეთი უსიამოვნებებისგან დაალბათქუმსიშვილს მოუწევსრომ საკუთარი გუნდის წინაშე აგოს პასუხიმე ყოველ შემთხვევაში ასე მგონია.

– კულუარებში რას ამბობენქუმსიშვილზე არ არის  გაღიზიანებული ივანიშვილი?

– მე როგორც ვიცირაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობსამ ეტაპზე პრობლემა ჩააქრესარ ვიციშეძლებენ თუ არასაბოლოოდ პრობლემების აღმოფხვრასმაგრამ თუ ვერ შეძლეს და პრობლემა დარჩა პრობლემად და ტელევიზიებიკვლავ აღმოჩნდა საფრთხის წინაშერა თქმა უნდარეაგირება დაუყოვნებლივ მოხდება.

– აქოთდა სიტუაცია და სახელმწიფო ნიშნებს ვკარგავთუპატრონო ქვეყანაში ვართხელისუფლებაგადართულია ფულის კეთებაზეთვითონაც აცხადებენპოლიტიკური კრიზისია ჩვენს გუნდშიოდანელიამარტვილიდან გვიანონსებს «ოცნების» დაშლას… მაინტერესებსკულისებში რას საუბრობენ?

– დანელია თავს დაესხა ინფრასტრუქტურის მინისტრსვითომ სხდომას არ ესწრება და სამეგრელოში არ დადისოამფაროსანას წინააღმდეგოთქვენ გჯერათრომ ფაროსანას გამო არის განაწყენებული დანელიასამეგრელოშიჩამოიტანეს პრეპარატირომელიც ფაროსანას ვერაფერს უზამსმაგრამ კარგა დიდ ფულს ჩაიდებენ ჯიბეში!.. ამანგამოიწვია ამ შემადგენლობიდან ამოგდებული ტიპების გაღიზიანებაეს ბავშვმაც კი იცისრატომ ხდება დანებადართულია ასეთი რამგუნდი ერთიანი აღარ არისყველა რაღაცას ფაჩუნობს თავისითყველა ფულს აკეთებსელიტარულ ფენებში ჭარბობს კორუფციის ელემენტებირაც ეჭვს იწვევს და უნდობლობას ერთმანეთში და ამმდგომარეობაშია დღეს ჩვენი პატივცემული მთავრობა და ცხადიადიდხანს ვერ გასტანს ეს ვითარება და რა თქმაუნდაშუბი ხალთაში თავს ვერ დამალავსგატყდება სულ მალე და გაიგებთ მალე რაღაც ისეთსრომელიც აქამდეკულისებში იცოდნენ და საჯაროდ არ ითქმებოდა.

 რა შეიძლება გავიგოთ?

– მინიშნებას გეტყვით – ერთი ჯგუფი ცალკე გამოვა და განცხადებას გააკეთებს

– რა ჯგუფია და რა განცხადებას გააკეთებსოპოზიციაში გადავლენ?

– ოპოზიციაში კი არ გადავლენგანსხვავებულ აზრს დააფიქსირებენშეიძლება მერე ამას მოჰყვეს გაგრძელებამაგრამ

– «ქართული ოცნების» დაშლას გამოიწვევს ეს?

– დაშლას არ გამოვრიცხავმაგრამ თვითონ სტრუქტურები ფიქრობენრომ პირიქითეს იქნება ჯანსაღი ნაწილი«ქართული ოცნების», რომ გაემიჯნება იმ ნაწილსრომლებიც საქართველოს ბედზე მეტად უფრო ფულზე წუხანესდაახლოებით ჯერჯერობით 20-კაციანი ჯგუფიამაგრამ ყველა გაჰყვება თუ არა მათარ ვიცი.

– ფაქტობრივადთქვენ აანონსებთ რომ «ქართულ ოცნებაში» არის სერიოზული პოლიტიკური კრიზისი დაშესაძლოაის დაიშალოს.

– ამ ეტაპზე არამაგრამ შესაძლოაის დანაწევრდეს თემატიკური ჯგუფების მიხედვითეს ფაქტიურად გამოჩნდაკიდეც ტელევიზიის კანონმდებლობის განხილვის დროს, 16 კაცი აღმოჩნდარომლებსაც ჰქონდათ განსხვავებულიპოზიცია და ბოლომდე დარჩნენ ამ პოზიციაზეეს გუნდი სხვა არ არისრომელზეც მე ვსაუბრობმაგრამ ნიშნებიუკვე ჩანს.

ნინო სამხარაძე 

წყარო: alia.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.