ქარიშხალმა “დორიანმა”, საშიშროების უმაღლეს მე-5 დონეს მიაღწია მისი სიჩქარე 257 კმ/სთ-ია

ქარიშხალ „დორიანის“ სიჩქარემ ატლანტიკის ოკეანეში საშიში კატეგორიის უმაღლეს, მე-5-ე ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ ქარიშხლების დაკვირვების ამერიკის ეროვნული ცენტრი იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში ქარიშხალი „კატასტროფულად“ მოიხსენება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქარიშხალის სიჩქარემ 257 კმ/სთ-ს მიაღწია. უახლოეს დროში ქარიშხლის ეპიცენტრი ბაჰამის არქიპელაგი იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქარიშხალი „დორიანი“, რომელიც შტატებს უახლოვდება, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი იქნება.

„როგორც ჩანს, ჩვენი სამხრეთ კაროლინა შეიძლება ყველაზე მეტად დაზარალდეს, იმაზე მეტად, ვიდრე ველით. იგივე ეხება ჯორჯიას და ჩრდილოეთ კაროლინას. ეს ქარიშხალი ერთ-ერთი უმსხვილესი და უძლიერესი იქნება, რაც აქამდე, ბოლო ათწლეულების განმავლობაში გვინახავს“, – წერს ტრამპი.

აქამდე დონალდ ტრამპმა, „დორიანის“ გამო საგანგებო ვითარება გამოაცხადა ფლორიდაში. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ჯორჯიის შტატის რამდენიმე ოლქში. ტრამპმა, მოახლოებული სტიქიური უბედურების გამო გააუქმა პოლონეთში დაგეგმილი ვიზიტი. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს მისი შტატებში ყოფნა.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.