„ქვეყანაში პრივილეგირებული მეწარმეები არსებობენ, რომელსაც ხელისუფლება ლობირებს“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას ბიზნეს გარემოზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ  ბიზნესზე წნეხი აღარ ხორციელდება და დღეს ბიზნესი თავისუფალია.

პრეზიდენტის ოპტიმიზს არ იზიარებენ ეკონომიკის ექსპერტები. ახალი ეკონომიკური სკოლა –საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე  აცხადებს, რომ მომატებული შეზღუდვები და არაკონკურენტული გარემო,  ბიზნესს არასახარბიელო მდგომარეობაში აგდებს. შეშელიძის თქმით, ქვეყანაში პრივილეგირებული მეწარმეები არსებობენ რომელსაც ხელისფულება ლობირებს.

„ბიზნესზე საგადასახადო ტვირთები გაიზარდა, რეიტინგებში თანდათან ჩვენი ადგილები უარესდება, გაიზარდა გადასახადები , შემოღებულია შეზღუდვები სესხის გაცემაზე, ონლაინსესხების კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ, რაც მათი დიდი ნაწილის გაკოტრების და დახურვით დამთავრდა. მიწა არ იყიდება, რაც არ აძლევს საშუალებას დაინტერესებულ მეწარმეებს გააფართოვონ სოფლის მეურნეობის მიმართულებით თავიანთი საქმიანობა. რა თქმა უნდა, იყო პოზიტიური მიმართულება ე.წ. ესტონური მოდელის მიმართებით, საერთაშორისო დონეზე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების დადება, მაგრამ ეს მიმართულება მაინცდამაინც ამ მთავრობის დამსახურება არ არის.  ეს არის წინა მთავრობის დამსახურება. ეჭვი მაქვს, რომ ხელოვნურად ხდება გარკვეული ბიზნესების მხარდაჭერა, არიან პრივილეგირებული მეწარმეები და არიან მეწარმეები რომელიც ცდილობენ თავი გადაირჩინონ ამ სიტუაციაში“,- განაცხადა პაატა შეშელიძემ

„დღეს აღარა ის რისკები რომელიც სააკაშვილის დროს იყო.  მაგალითად, ქონების უხეში გადანაწილება . თუმცა, მე არ ვიზიარებ პრეზიდენტის ოპტიმიზს.  ამის საფუძველს მაძლევს კონკურენტული გარემო და კონკრეტული ტენდენციები იგივე საბანკო სფეროს დომინირება, რაც ჩემი აზრით, სერიოზული პრობლემაა“,- განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა  გია ხუხაშვილმა.

შეშელიძისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ახალგაზრდა ფინანსისთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოს ანდრია გვიდიანს. მისი განცხადებით,  ბიზნესი დღეს საქართველოში თავისუფალია.  მისი თქმით, დღეს საინვესტიციო გარემო გაუმჯობესებულია, რასაც რეიტინგებში საქართველოს წინსვლა ადასტურებს.

„პრეზიდენტის განცხადება სწორია საქართველში ბიზნესი აღარ იზღუდება. ბიზნესი  თავისუფალია, რასაც არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს. ბიზნესის თავისუფლების მხრივ საქართველოს რეიტინგები წინა წლებთან შედარებით მკვეთრად არის გამოსწორებელი“,- განაცხადა ანდრია გვიდიანმა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ბოლო ანგარიში წარადგინა.

ავტორი: ბაჩო ადამია 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.