“ქვეყანა ინსტიტუციურად ნგრევის პროცესშია…მითხარით ერთი მიმართულება მაინც სადაც კონფლიქტი არ არის” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში  საქართველოში მიმდინარე პრობლემებზე ისაუბრა:

“ხელისუფლება, რომელმაც პრაქტიკულად დაგვიჩოქა, აქამდე ცუდად ვიქცეოდი და ახლა კარგად მოვიქცევიო. ამის მერე რას ვუყურებთ? მთლიან სურათს შევხედოთ. “თიბისი ბანკი” ერთი მიმართულებაა, სასამართლოში რაღაცა უბედურებაა, პოლიტსაბჭოს უტიფარი წერილი, ეკლესიაში რა ხდება?! ანუ, თითქოს ერთმა კაცმა ბაბილონის გოდოლი ააშენა ამ ქვეყანაში, ამ ბაბილონის გოდოლმა დაიწყო ნგრევა და ამ ნგრევაში ვიღაცა კიდევ გამორჩენას ეძებს. მეტი უტიფრობა შეიძლება გავიგოთ?! ქვეყანა ინსტიტუციურად ნგრევის პროცესშია.

ცოცხალი ადგილი აღარ დარჩა. მითხარით ერთი მიმართულება მაინც სადაც კონფლიქტი არ არის. სპორტიდან დაწყებული. ადამიანს სცემენ იმის გამო, კარგად რატომ ჭიდაობო, ამის შემდეგ ვინც სცემა ის იძახის, მე თუ შემეხებიან ქვეყანა ჩამოიშლებაო. წარმოიდგინეთ რა დღეში ვართ”, – განაცხადა პოლიტოლოგმა  გია ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.