“ქვეყანა საერთოდ არ ვითარდება, რომელ ცუდ განვითარებაზეა საუბარი? ქვეყანა გაჩერებულია ერთ ადგილას, ნაფოტივით მიჰყვება დინებას”

ქვეყანა საერთოდ არ ვითარდება, რომელ ცუდ განვითარებაზეა საუბარი? ქვეყანა გაჩერებულია ერთ ადგილას, ნაფოტივით მიჰყვება დინებას – ასე ეხცმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე  NDI-ს კვლევის შედეგებს. მისი თქმით, ქვეყანა გაჩერებულია ერთ ადგილას და საერთოდ არ ვითარდება. 

„NDI- ს კვლევები ჩემთვის არ არის ისეთი სტანდარტი, რაც ერთი ერთზე უნდა მივიღოთ საზოგადოებაში არსებული განწყობების აღსაქმელად, მაგრამ არც იმას ვფიქრობ, რომ NDI ვიღაცის სასარგებლო კვლევებს აკეთებს და ეს კვლევები რეალობისგან ძალიან შორსაა. თუ ამ ციფრებს ავიღებთ როგორც მოცემულობას, ეს არის კატასტროფული ციფრები.

მე მართლა მიმაჩნია, რომ საზოგადოებას ამ დეპრესიაში და აპათიაში ხელი შეუწყო პროპორციული არჩევნების საკითხმა. შეიძლება ბევრმა არც იცის პროპორციული არჩევნების მნიშვნელობა და ის, თუ რამდენად უკეთესი იყო პროპორციული არჩევნებით ხელისუფლების ბედის გადაწყვეტა 2020 წელს, მაგრამ ხალხმა დაინახა, რომ შეიძლება ხელისუფლება გამოვიდეს, საჯარო დაპირება გასცეს და მერე ეს პირობა არ შეასრულოს. ქვეყანა საერთოდ არ ვითარდება, რომელ ცუდ განვითარებაზეა საუბარი? ქვეყანა გაჩერებულია ერთ ადგილას, ნაფოტივით მიჰყვება დინებას და სად გადაიჩეხება ღმერთმა უწყის. არავინ, ღვთის გარდა, ამ ქვეყნის მშველელი და იმედი აღარ არის. რეალობა არის ძალიან მარტივი, ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. მოცემულობა მარტივია, არის ორი პოლიტიკური პოლუსი და „ქართული ოცნება” ყველანაირად ხელს უწყობს ერთადერთი ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ შენარჩუნებას ხელს.

როგორც ხელისუფლება არ ვარგა და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ისე არ ვარგა ოპოზიცია. ამას ხელი შეუწყო 2012 წლიდან „ქართულმა ოცნებამ”, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” საშუალება მისცა გამხდარიყო მონოპოლისტი ოპოზიციურ სივრცეში. „ოცნებამ“ დაამკვიდრა, რომ ოპოზიცია არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ რეალურად, ოპოზიცია არის საზოგადოების განწყობა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.