ქობულეთის მერი: ხეები კერძო საკუთრებაშია და მოქალაქემ გადაწყვიტა, რომ მოეჭრა – უსინდისობის და საზოგადოების სახეში შეფურთხების მწვერვალი?!

ხეები, რომელიც ქობულეთში, სოფელ კვირიკეში იჭრება, კერძო საკუთრებაშია- აცხადებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე. მისი თქმით, კერძო საკუთრებაში ხეების მოჭრა, 2014 წლის 10 იანვრის 146-ე დადგენილებით არის ნებადართული. ქათამაძე “ენმ”-ს ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის, რეზო ხარაზის მიერ გავრცელებულ ფოტომასალას გამოეხმაურა

„უნიჭოდ გადაღებული ფოტო და ვიდეო, რომელიც პოლიტიკური ოპონენტის წარმომადგენელმა გაავრცელა, რომ არ დადებულიყო სოციალურ ქსელში, საერთოდ არ მიექცეოდა ამას ყურადღება. ყველა ხე, რომელიც იქნა მოჭრილი, არის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე… ყველა ხე, რომელიც არის მოჭრილი ამ ტერიტორიაზე (კვირიკეში), არის მოჭრილი მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და აღნიშნულის შესახებ გაცემულია შესაბამისი ადგილ-წარმოშობის ცნობა“ აცხადებს ქათამაძე.

კითხვაზე, არის თუ არა კვირიკეში ქარსაცავი ზოლი მოჭრილი, ქობულეთის მერი ამბობს, რომ არა:

„არ არის მოჭრილი და ესეც არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ეს არ არის ქარსაცავი ზოლის სტატუსით მოსარგებლე, ეს არის საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეები, რომელიც მოქალაქემ გადაწყვიტა, რომ მოეჭრა, კანონმდებლობის გათვალისწინებული წესის დაცვით. შესაბამისად, ჩვენ აღნიშნულის შესახებ გავეცით ცნობა“- აცხადებს მირიან ქათამაძე.

წყარო “ბათუმელები”

 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.