ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის დღეიდან მედიკამენტებზე ფასები მცირდება

3 სექტემბრიდან პრეპარატებზე ფასები პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს საბაზრო ღირებულების 50 პროცენტი და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ.

ფასდაკლება ვრცელდება შემდეგი დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები – ენალაპრილი 10მგ; ენაპი 20მგ; ლოზაპი 100მგ; ეგილოკი 100მგ; კორდარონი 200მგ; ვარფარინ-ნიკომედი 2.5მგ; დიგოქსინი-გრინდექსი 0.25მგ; ვეროშპირონი 25მგ; ატორისი 20მგ; ზილტი 75მგ; მონოსანი 40მგ; ფუროსემიდი 40მგ; ამლოდიპინი 5მგ;

დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული) – დიაბეტონი MR 60მგ; ამარილი 2მგ; სიოფორი 1000მგ

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – თიროზოლი 5მგ; L – თიროქსინი 50მკგ.

ფილტვის ქრონიკული დაავადებები – ბრეტარისი ჯენუეირი 322მგკ 60 დოზა; პულმიკორტი 2მლ; მედროლი 16მგ; სალბუტამოლი. 200 დოზა; სალბუტამოლი ინტელი აეროზ. 200 დოზა; სერეტიდი დისკუსი 50/250მკგ ინჰ 60 დოზა; ალბუტეროლის სულფატი 0.5% 2.5მგ/0.5მლ.

2017 წლის 1 ივლისიდან ე.წ. უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა. სააფთიაქო ქსელში უკვე 23 დასახელების ასეთი მედიკამენტია.

2018 წლის 13 აგვისტოდან კი საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო მედიკამენტებზე, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში, 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოს. პროგრამის გაფართოება უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.