ქუთაისში 8-სულიანი ოჯახი სარდაფში ცხოვრობს

ქუთაისში, ბალახვანში მდებარე ხელაძეების საცხოვრებელ სახლს სახურავი არა აქვს და კედლებიც ინგრევა. 8-სულიანი ოჯახი იძულებულია, თავი სარდაფს შეაფაროს. 4 მცირეწლოვანი ბავშვი ახლა რამდენიმე კვადრატულ მეტრში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

წვიმის დროს სარდაფი, სადაც 4 პატარასთან ერთად, დედ-მამა და მოხუცი ბებია-ბაბუა ცხოვრობს, იტბორება. ოჯახის წევრების თქმით, ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ბავშვები ფანჯრიდან მეზობლების დახმარებით გაჰყავთ.

გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები ხელაძეების ოჯახისთვის მთავარი პრობლემა არ არის. ტყუპებიდან ერთს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. 4 წლის ლუკას საყლაპავის ვარიკოზული ვენების გაგანიერება, კუჭისა და ღვიძლის პრობლემა აქვს.

ავადმყოფობას თავიდანვე უსახსრობის გამო ვერ მიხედეს, ახლა კი სიცოცხლისთვის საშიში დაავადების სამკურნალოდ პირველ ეტაპზე ლუკას 150 ათასი ლარი სჭირდება. ოჯახს ამის საშუალება არა აქვს.

8-სულიან ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. სახელმწიფოსგან დახმარებას მრავალშვილიანობის გამოც იღებენ. ბებია-ბაბუას ჯერ პენსია არა აქვს.

ხელაძეების ოჯახს, სადაც 4 მცირეწლოვანი, მათ შორის, ერთი მძიმედ ავადმყოფი ბავშვი იზრდება, თვეში მხოლოდ 600 ლარი შემოსავალი აქვთ.

 

 

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.