ქურდობა, ოჯახში ძალადობა და ნარკოდანაშაული – სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი გაზრდილია

2018 წელს 2017 წელთან შედარებით, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი გაზრდილია. ამის შესახებ პროკურატურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 16 820 ადამიანის მიმართ დაიწყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6.5%-ით აღემატება.

ანგარიშის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამ დანაშაულთა მიმართებაში ფიქსირდება. ესენია – ქურდობა, ოჯახში ძალადობა და ნარკოდანაშაული. უფრო კონკრეტულად ქურდობის მუხლით პროკურატურამ დევნა 2018 წელს 4 023 პირის მიმართ დაიწყო; ოჯახში ძალადობისთვის 2 720 პირის; ნარკოდანაშაულისთვის კი 2 177 პირის მიმართ დაიწყო დევნა. გარდა ამისა 1 625 პირის წინააღმდეგ დევნა ძალადობის მუხლით დაიწყო.

პროკურატურის ანგარიშის თანახმად, წინა წელთან შედარებით სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელი გაზრდილია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, მუქარის, ძარცვის, მითვისება/გაფლანგვის, საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის, ცივი იარაღის ტარების, ხულიგნობის, საზღვრის უკანონოდ კვეთის, ყალბი დოკუმენტის, შტამპის, ბეჭდის ან ბლანკის დამზადება-გასაღება ან გამოყენების, ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და გატანის, ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივაციის მუხლებზე.

გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. საგამოძიებო უწყება მუშაობის ამსახველი ანგარიშით პარლამენტში პირველად შევიდა, რა ვალდებულებაც მას ახალი რეგლამენტის საფუძველზე დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.