ქურდობა რუსთავში – ხუთმა ქალმა აფთიაქიდან 1000 ლარამდე ღირებულების კოსმეტიკური საშუალებები მოიპარა

რუსთავში აფთიაქი იმპექსი გაქურდეს. აფთიაქის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლის ლელა ლეჟავას თქმით, მეგობრობის გამზირზე მდებარე აფთიაქში 5-მდე ქალი შევიდა და აფთიაქიდან კოსმეტიკური საშუალებები – პარფიუმერია და ჰიგიენური საშუალებები წაიღეს.

წინასწარი ინფორმაციით, 1000 ლარამდე ღირებულების სხვადასხვა ჰიგიენური საშუალება წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ქურდობაში მხოლოდ ერთი პირი ფიგურირებს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილი კამერებმა დააფიქსირეს და მისი იდენტიფიცირება შესაძლებელია. უწყების ცნობით, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, აფთიაქში ქურდობა 12 იანვარს მოხდა, თუმცა საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აფთიაქის ხელმძღვანელებმა უწყებაში განცხადება შეიტანეს.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.