ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს საქართველოში არა აქვთ წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვასა და ბავშვთა დაცვის მომსახურებებზე, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში

თბილისი, საქართველო, 2018 წლის 24 ივლისი. სიღარიბე, სხვადასხვა სახის პრობლემა ოჯახში, ძალადობა ოჯახში და მშობელთა მიგრაცია ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ბავშვებს უბიძგებს ქუჩისკენ – ამბობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ  დღეს წარმოდგენილი ახალი კვლევა.

კვლევა განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოსოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვოლდვიჟენთან, ფონდღია საზოგადოება საქართველოსთან, კარიტას საქართველოსადა გაეროს ბავშვთა ფონდის აზერბაიჯანის ოფისთან  ერთად. კვლევა ჩაატარა ნორვეგიულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Fafo.

კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ფენომენისა და მათთან დაკავშირებულიინსტიტუციური სისტემების უკეთ შესწავლას, რათა შემუშავდეს რეკომენდაციები და  დაინერგოს  პრევენციული ზომები.

„ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ქუჩაში, უფროსებისა და ქუჩაში მცხოვრები სხვა ბავშვების მხრიდანძალადობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან“ – ამბობს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ლაილა გადი. „გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობდა მთავრობასთან, ევროკავშირთან და პარტნიორარასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ  შეიქმნილიყო სახელმწიფო მექანიზმები და მომსახურებები, როგორიცაა  მობილური ჯგუფები და სარეაბილიტაციო ცენტრები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მხარდასაჭერად. აუცილებელია მსგავსი რეაგირების მექანიზმების კიდევ უფრო გაფართოება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვებისქუჩაში მოხვედრის პრევენცია. ეს კი უნდა მოხდეს ბავშვთა დაცვის ქმედითი მექანზმების შემუშავებითა და სისტემურიცვლილებების განხორციელებით“, დაამატა ლაილა გადმა.

„ბავშვების დაცვა ნებისმიერი სახის ძალადობისგან და ყველაზე დაუცველი ბავშვების საჭიროებებზე ზრუნვა ევროკავშირისპიორიტეტია და გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაში. ჩვენ ვხედავთ, რომმთავრობას აქვს გარკვეული პროგრესი ამ სფეროში, თუმცა საქმე ჯერ კიდევ რჩება. ვიმედოვნებთ, კვლევის შედეგადმოპოვებული მონაცემები ხელს შეუწყობს კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. მოხარული ვართ, რომმიმდინარეობს მუშაობა აჭარაში თავშესაფრებისა და  შესაბამისი მომსახურებების შექმნის, სამუშაო ჯგუფებისჩამოყალიბების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენისმიმართულებით“, აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსისმოადგილემ კატალინ გერმანმა.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების პოპულაცია ძალიან მრავალფეროვანია დამოიცავს: ახალგაზრდებს/ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ქუჩაში მშობლების მზრუნველობის გარეშე; ბავშვები, რომლებიც დღისით ქუჩაში მუშაობენ და შემოსავალი ოჯახში მიაქვთ; ბავშვები, რომლებსაც თან ახლავთუფროსები, რომლებიც თავად მუშაობენ ქუჩაში; ბავშვები მიგრანტი ქუჩის ოჯახებიდან, რომელთა შორის სჭარბობენ ბოშებიდა აზერბაიჯანელი ქურთები.

საქართველოს და აზერბაიჯანის განსხვავებული სოციალური დახმარების პროგრამებისა თუ სამართლებრივი ჩარჩოების(მათხოვრობის აკრძალვა და წვრილი მოვაჭრეების მიმართ სანქციების აღსრულების უფრო მკაცრი ზომების გამოყენება) დააზერბაიჯანული ვალუტის გაუფასურების გამო, ხდება ბევრი აზერბაიჯანელი ოჯახის მიგრაცია საქართველოში, სადაცისინი ქუჩის ცხოვრებას ეწევიან. ზაფხულში, ტურისტული სეზონის დროს, ხშირია აზერბაიჯანული და სხვა ქუჩისმობილური ოჯახების მიგრაცია საქართველოს ზღვისპირა კურორტებებისკენ.

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები ჯგუფებად  იკრიბებიან და ერთად მოძრაობენ იმისთვის, რომ ერთმანეთი დაიცვან, ღამისგასათევი ადგილი იპოვონ, დასვენებისა და გართობის სივრცეები შეიქმნან, დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები დაითანამშრომლონ ეკონომიკურ აქტივობებში, მაგალითად, წვრილმან ვაჭრობასა და ქუჩაში მათხოვრობაში, ასევე წვრილმანდანაშაულში. ბავშვთა ზოგიერთ ჯგუფს ისეთი შიდა სტრუქტურა აქვს, რომელიც ბავშვებს ხელმძღვანელი/უპირატესისტატუსის მქონე ბავშვებად და დაქვემდებარებულ ბავშვებად ყოფს. უფროსი ბავშვები ზოგჯერ უმცროს ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არ შეუსრულდათ 14 წელი, ან დაქვემდებარებულ ბავშვებს ფარად იყენებენ სისხლისსამართლებრივიპასუხიმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, დანაშაულის ჩადენას აიძულებენ და ამ გზით მიღებულ შემოსავალსართმევენ.

კვლევის ზედამხედველობისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღების მიზნით, შეიქნასამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც, ძირითად პარტნიორებთან ერთად, არიან იუსტიციის სამინისტრო, განათლებისადა მეცნიერების სამინისტრო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, სახალხო დამცველის აპარატი და ორგანიზაცია„გადავარჩინოთ ბავშვები“.

კვლევის მონაცემებისა და რეკომენდაციების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭომ შეიმუშავა  კონკრეტულირეკომენდაციები ერთიანი სახელმწიფო ხედვის, სტრატეგიისაა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რათა ამოქმედდესაუცილებელი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები ქუჩის ცხოვრებისგან ბავშვების დასაცავად.

ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა ბავშვის ქუჩაში მოხვედრის პრევენციის მიზნით ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებებისშექმნა. ასევე აუცილებელია არსებული მომსახურებების გეოგრაფიული არეალის გაზრდა და ახალი სერვისების შექმნააჭარაში. სპეციალური ღონისძიებები უნდა გატარდეს მიგრანტი ბავშვების და მათი ოჯახების დახმარებისა და მათსაჭიროებებზე რეაგირებისთვის.

 

კვლევის მოკლე მიმოხილვა ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

http://unicef.ge/uploads/Street_Children_Summary_GEO_HQ_2mm_bleed.pdf

unicef.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.