“ქუჩური გარჩევები” დასჯადი გახდა და ორწლიან პატიმრობას ითვალისწინებს

ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ მომზადებული ახალი კანონპრექტის თანახმად, აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის მინიმალური ზომა ჯარიმა იქნება, მაქსიმალური კი 2-წლიანი პატიმრობა.

იმ შემთხვევაში კი თუ დანაშაული ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა საგნით, სასჯელი მძიმდება. ასევე, დამძიმდება სასჯელი თუ სრულწლოვანი არასრულწლოვანს დაიყოლიებს ქუჩურ გარჩევაში მონაწილეობაზე.

„სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ რამდენიმე მუხლს აერთიანებს და მიზანი გახლავთ ძირითადად ის, რომ ამ დანაშაულის პრევენცია გავხადოთ უფრო ეფექტიანი, ვიდრე ეს აქამდე იყო. პრევენცია მოვახდინოთ, როგორც დანაშაულის ჩადენამდე, ახალი ინსტრუმენტების შემოღების გზით, არამედ ჩადენის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, დამატებითი ინსტრუმენტების შემოღების გზით, როგორიც არის მაგალითად, ამ ადამიანების პერიოდული მონიტორინგი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან და გარკვეული აკრძალვების და შეზღუდვების დაწესება გარკვეულ დაწესებულებებში დასაქმებასთან მიმართებით,. გაიზარდა მომართვიანობა, არა მხოლოდ პედაგოგების, მანდატურების, ექიმების მხრიდან ანუ დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი მოგვართავს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, ვიდრე მოგვართავდა გუშინ. შესაბამისად, რაოდენობაში ზრდა გვაქვს, ისევე როგორც არასრულწლოვნების მიმართ ასეთი დანაშაულების ჩადენის შემთხვევების რაოდენობა არის გაზრდილი,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.