ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი გახდება, ხოლო გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობაში მცირედი ცვლილებები განხორციელდება

გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი, რაც შეეხება ლევან იზორიას ის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი გახდება.

ამჟამად ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელია, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას იკავებს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.