ღარიბაშვილი: კოჰაბიტაცია შეცდომა იყო, შეცდომას გამოსწორება სჭირდება – ღარიბაშვილი ივანიშვილის ნაცი კადრების დათხოვნას აპირებს?

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ე.წ. კოჰაბიტაცია იყო – ყველა მოგვიწოდებდა, ჩვენი პარტნიორები, ჩვენი გუნდის შიგნით ვითომ პარტნიორები, რომ ეს ერთადერთი სწორი გზა იყო, – აღნიშნული განცხადება ზესტაფონში, ამომრჩეველთან შეხვედრისას პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

“ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყნის წინაშე მთავარი პრობლემა, გამოწვევა არის სიღარიბე, უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და ეკონომიკური ვითარება, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა. ეს რა თქმა უნდა, არც 2012 წელს და არც 2016 წელს არ დაწყებულა. ეს წლები მე შემთხვევით არ მიხსენებია. 2012 წელს ჩვენ თქვენთან ერთად, შეუპოვარი ხალხის მხარდაჭერით და ჩვენი ლიდერის, პარტიის თავმჯდომარის ლიდერობით შეუძლებელი შევძელით. ჩვენ დავამარცხეთ და ხელისუფლებიდან გავუშვით მოძალადე პოლიტიკური ძალა, ანტიეროვნული ძალა, რომელიც ქვეყნას მართავდა, ხალხს ჩაგრავდა, უსამართლოდ ექცეოდა მოსახლეობას. ჩვენ მათ მოძალადოებრივ მმართველობას წერტილი დავუსვით. მაგრამ დღეს რა მივიღეთ? აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ე.წ. კოჰაბიტაცია იყო. ყველა მოგვიწოდებდა ჩვენი პარტნიორები, ჩვენი გუნდის შიგნით ვითომ პარტნიორები, რომ ეს ერთადერთი სწორი გზა იყო. მე ახლა ვამბობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა. შეცდომას გამოსწორება სჭირდება და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად, განახლებური ენერგიით გამოვასწორებთ ამ და სხვა შეცდომებს“, – მიმართა ზესტაფონელებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.