ღვთისმშობლის კვართის საიდუმლო – სად ინახება და როგორ მოხვდა ის საქართველოში (ფოტო)

ქრისტანებისთვის უდიდესი სიწმინდე – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც დღეს ზუგდიდის მუზემშია დაცული, საქართველოში მისი ჩამობრძანების ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება.

ერთი ვერსიით, კვართი საქართველოში მე-8 საუკუნეში, ხოლო მეორე ვერსით მე-15 საუკუნეში, ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლიდან ჩამოუტანია.

ყოვლადწმინდა მარიამმა, მიძინების წინ მის მომვლელ ქალს სთხოვა, სიკვდილის მოახლოებას რომ იგრძნობდა, ვინმე კეთილმორწმუნე ქალწულისთვის მისი კვართი გადაეცა.

წლების შემდეგ, ეს კვართი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მეხუთე საუკუნეში იმპერატორ ლეონ დიდის ძმებს, საეკლესიო მოღვაწეებს, გალბიუსს და კანდიდს, ნაზარეთში ყოფნის დროს ერთ-ერთი ქალწულის ოჯახში უამრავი ავადმყოფი უნახავთ, რომლებიც თურმე ამ საწმინდის ძალით იკურნებოდნენ. ქალმა ღვთისმშობლის კვართის შესახებ უამბო. ძმებმა სიწმინდე კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.

კიდობანში, რომელშიც კვართი ესვენა, ასევე ჩააბრძანეს ღვთისმშობლის ომფორი და სარტყელის ნაწილი, რომელიც შედეგ დიდი პატივით გადააბრძანეს ვლაქერნის მონასტერში.

ბიზანტიის იმპერიის დამხობის შემდეგ, როცა კონსტანტინეპოლი დაეცა, კვართი იერსუალიმის ჯვრის მონსტერში მოხვდა. ჯვრის მონასტერში მოღვაწეობდა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, რომელიც სამეგრელოს მთავარმა ლევან მეორე დადიანმა საქართველოში, კორცხელის მონასტერში წინამღძვრად მოიწვია, ნიკოლოზს, სხვა სიწმინდეებთან ერთად კვართი საქართველოში ჩამოუბრძანებია.

“ხოფის ეკლესიასა შინა მსუენარებს პერანგი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა სასწაულმოქმედი” – ასეთ ცნობას იძლევა ვახუშტი ბატონიშვილი.

უცხოელი მისონერი, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა ჯუზეპე მარია ძამპა რომში გაგაზავნილ წერილში წერდა – “კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, ტირანიისთვის თავის დასაღწევად წმინდა მამები მეზობელ ქვეყნებში გადაიხვეწნენ.

ამბობენ, რომ მაშინ კოლხიდაში ჩამოვიდა ერთი არქიეპისკოპოსი, თან ჩამოიტანა ერთი მტკველის ოდენა ნაჭერი ძე ჭეშმარიტისა და კვართი, რომელიც ღვთისმშობელს ეკუთვნოდა. ჩვენს პატრებს უნახავთ ტილო, რომლისგანაც არის შეკერელი. ყვითელი ფერისაა. აქა-იქ დაჩითულია ყვავილებით და მოქარგულია ნესმით.

სიგრძით იგი რვა რომაული მტკაველის ოდენაა, განით კი – ოთხისა. აქვს ერთი მტკაველის სიგრძის მოკლე მკლავები და ვიწრო საყელო. მეც მინახავს იგი ხობის ეკლესიაში, სადაც ის ინახება”.

ღვთისმშობლის სამოსელი ჩაბრძანებული იყო პარატრა ვერცხლის მოოქროვილ ლესკუმაში, რომელიც სამეგრელოს მთავარს ლევან მეორე დადიანის ბრძანებით დამზადდა.

ვერცხლის მოჭედილი სასახლე, შემკულია თვლებით, ღვთისმშობლის გამოსახულებით და წარწერით: “შევამკე და ფერვითა თვალთა მარგალიტითა. მე ხელმწიფემან დადიანმა, პატრონმა ლევან. შეგიმკეთ ყოვლადწმინდა ქერუბიმთა უმაღლესო სერაბიმთა, უაღმატებულესო ქალწულო, საგალობელო, ლხინებაო ყოველთა ქრისტიანთაო. მოჭედვა ყოველთა წმინდისა პერანგისა ესე ექვსა სამასა ოცდარვასა”.

როგორც ამბობენ, იმერეთის სამეფო კარზე მყოფ რუს ელჩებს პირდაპირ ჰქონიათ დავალება, რომ ყოველი ღონე ეხმარათა კვართი სამეგრელოდან რუსეთში რამენაირად გაეტანათ, მაგრამ სიწმინდის გატანა ვერ შეძლეს.

ღვთისმშობლის კვართს, რომელსაც ბევრი სასაწაული უკავშირდება, ორჯერ გადაურჩენია ბიზანტიის დედექალაქი კონსტანტინეპოლი სარაცინელთა და ეგვიპტელთა შემოსევების დროს.

ერთხელ მრისხანე სარდლის მოავის შემოტევის დროს ქალაქი 6 დღე ალყაში იყო მოქცეული. პატრიარქმა ფოტიმ კვართი გამოიტანა და ზღვას შეახო, ხომალდები მაშინვე აღელვებულმა ტალღებმა შთანთქა.

საქართველოში კი 1891 წელს ყაჩაღებმა ხობის მონასტრიდან კვართი გაიტაცეს. მთელი სამეგრელო ფეხზე დადგა, მაგრამ ვერსად მიაგნეს. 3 დღის შემდეგ უეცრად კვართი ცისკრის ვარსკვლავივით განათებულ ადგილას იპოვეს და სიწმინდე მონასტერში დააბრუნეს.

საქართველოში ინახება ასევე ღვთისმშობლის კვართის სარტყელის შუა ნაწილიც, რომელიც მარიამის ხელითაა ამოქარგული მისივე გამოსახულებით. ერთ-ერთი ისტორიული წყაროს ცნობით, სარტყელი ბაგრატ მესამის მეუღლეს ელენეს ჩამოუტანია ბიზანტიიდან და ბედიის მონასტერში დაუბრძანებია. შემდეგ ის დადიანების სასახლეში აღმოჩნდა, საიდანაც ხობის მონასტერში გადაარძანეს.

ია აბულაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.