ყაზახების სურვილი დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო – ბრიტანელი მოსამართლეები ყაზახეთში ახალ სასამართლოს ჩაუდგებიან სათავეში

მსოფლიოში ყაზახეთის შესახებ ბევრი რამ არაა ცნობილი, თუმცა, სავარაუდოდ სიტუაცია ძალიან მალე შეიცვლება – ინგლისური მართლმსაჯულების ერთი-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბრიტანეთის ყოფილი მთავარი ლორდი-მოსამართლე ჯონ ვულფი  ყაზახთში ახლახანს შექმნილი კომერციული სასამართლოს მთავარ მოსამართლედ დაინიშნა. მასთამ ერთად ამ ახალ ორგანოში იმუშავებს კიდევ 8 ცნობილი ბრიტანელი მოსამართლე და ავტორიტეტული ადვოკატი. მსგავსი სასამართლოები უკვე შეიქმნა სინგაპურში, ჰონკონგში, დუბაიში, აბუ-დაბიში და ყატარში. ახალი სასამართლო ყაზახეთის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში იხსნება, რომლის მიზანიცაა ქვეყნის გადაქცევა ცენტრალური აზიის მთავარ ფინანსურ ჰაბად.

„ეს არის პირველი ასეთი ტიპის სასამართლო ევრაზიაში. ყაზახეთს გააჩნია უზარმაზარი საზღვაზრი რუსეთთან და ჩინეთთან. ჩინეთი კი ქმნის ახალ აბრეშუმის გზას, რომელიც გაივლის ყაზახეთის ტერიტორიაზე. ამიტომაც კომერციულ სასამართლოს აქვს ყველა წინაპირობა წარმატებისთვის“, – განაცხადა ლორდ ვულფმა.

ყველა მოსამართლე იქნება ბრიტანეთიდან, სასამართლო იხელმძღვანელებს ფაქტიურად ინგლისური კანონებით.

„ამ საკითხში ყაზახებს არ გააჩნიათ არანაირი გამოცდილება. ამიტომაც მოგვიწვიეს ჩვენ და ეს უნდა გახდეს მომავალი სასამართლოს დამოუკიდებლობის წინაპირობა“, – თქვა მან. ლორდ ვულფი აქტიურად მონაწილეობდა დოჰაში ანალოიგიური სასამართლოს შექმნაში. ჩანაფიქრი ყაზახეთშიც იგივეა რაც ყატარში, თუმცა ქვეყნების კულტურები ძალიან განსხვავედება ერთმანეთისგან – ყაზახეთიც ისლამური ქვეყანაა, თუმცა იქ მოქმედებს ისლამის ძალიან ლიბერალური ვარიანტი, თანაც მოახლეობის 25% მართლმადიდებელია.

„რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ყაზახეთში არსებობს კაცების და ქალების თანასწორობა, და ქვეყანა ემშვიდობება კაცის პირველობის ტრადიციას“, – ამბობს ბრიტანელი ლორდი.

მისი თქმით, ბრიტანელი მოსამართლეების მოპატიჟება აჩვენებს, რომ ამ იდეას მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტი ნუსრულტან ნაზარბაევი, რომელიც დაჟინებით მოითხოვს რეფორმების განხორციელებას 1991 წლიდან, როდესაც ქვეყანამ მიიღო დამოუკიდებლობა.

ყაზახური კომერციული სასამართლო  იანვარში გაიხსნა, თუმცა პირველ ეტაპზე ინგლისელი მოსამართლეების ძირითადი ამოცანა იქნება ადგილობრივი მოსამართლეების და ადვოკატების მომზდება. ეს იქნება პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლო, რომლის მუშაობაშიც ლორდი ვულფი პერიოდულად მიიღებს მონაწილებას. ასევე შემოიღებენ პატარა საქმეების განხილის დაჩქარებულ პროვედურას. სასამართლოში ასევე განიხილება სტანდარტული კომერციული და საკონტრაქტო დავები. ასევე შეიქმნება საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი, რომლის პირველი თავჯდომარეც იქნება სამეფო ადვოკატი ბარბარა დოჰმანი. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს ევრაზიული დავებისთვის რომლებიც ამჟამად იხილება ლონდინში? ვულფი აღიარებს, რომ ყაზახეთში განიხილება მათი მხოლოდ მცირე ნაწილი, თუმცა ეს არ ნიშნავს მის მეორეხარისხოვნობას.

„პირიქით, ეს ზრდის ჩვენი სასამართლოს მნიშვნელობას, რადგანაც ის მუშაობს მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ამის ტრადიცია არ არსებობს“, – თვლის ლორდი. მისი თქმით, ყაზახეთის პრეზიდენტმა გამოიჩინა შორსმჭრეტველობა, როდესაც გადაწყვიტა ამ სასამართლოს შექმნა თავის ქვეყანაში.

„მას სურს, რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს, როგორ მოქმედებს ბრიტანული სამართალი არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელს ქვეყანაში, ის თანდათანოთ გავრცელდება მთელს საზოგადოებაში, და მისცემს ყველას მაგალითს, როგორ უნდა აწარმოონ ბიზნესი და განახორციელონ მართლმსაჯულება“, – განაცხადა ლორდმა.

ბრიტანელი მოსამართლეები ყაზახეთში წელიწადში 5-ჯერ  ჩავლენ. პროცესების დროს მათ ეცმევათ მანტიები ყაზახეთის ეროვნული დროშის ფერებში. „სასამართლო შეუწყობს ხელს ინგლისური კომერციული მართლმსაჯულების გავრცელებას და სამართლოს უზენაესობის პრინციპის აღიარებას. ის ხელს  შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას ბრიტანეთსა და ყაზახეთს შორის. საეთაშორისო ფინანსურ ცენტრს ექნება გაცილებით უფრო მეტი შანსი წამრატებისთვის, თუ ინვესტორებს ეცოდინებათ, რომ იქ არის უსაფრთხო გარემო და სასამართლო, რომლიც მთავარი პრინციპიცაა კანონის უზენაესობა“, – განაცხადა ვულფმა.

წყარო: commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.