ყაჩაღობა ბორჯომში – ბენზინგასამართ სადგურს თავს ნიღბიანი პირი დაესხა

ბორჯომში შეიარაღებულმა პირმა კომპანია „ვისოლის“ კუთვნილი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

უწყებაში შემთხვევის დეტალებზე არ საუბრობენ. უცნობია, რა რაოდენობის თანხა წაიღო ეჭვმიტანილმა. შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის, თავდამსხმელი დაკავებული არ არის.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.