ყველაზე არაკომფორტული ქალაქები მსოფლიოში: The Economist-ის ტოპ-10

ბრიტანულმაჟურნალმა The Economist გამოაქვეყნაქალაქებისმორიგიყოველწლიურირეიტინგიცხოვრებისთვის კომფროტისმიხედვით Global Liveability Ranking 2018. 

აიასეგამოიყურებამსოფლიოსყველაზეცუდიქალაქებისათეული:

1. დამასკო – სირიის დედაქალაქი, ქვეყანაში სიდიდით მე-2 ქალაქი

2011 წელს სირიაში დაიწყო სამოქალაქო მის, რომლის დროსაც ქალაქის თითქმის 40%-ს აკონტროლებდა შეიარაღებული ოპოზიცია. ამის გამო დამასკოს დიდი ნაწილი  – ძირითადად ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი რაიონები – თითქმის მთლიანად განგრეულია. ამავე დროს ქალაქის ცენტრალური ნაწილი, მათ შორის ისტორიული ცენტრი, გადაურჩა დანგრევას, რადგანაც მას აკონტროლებდა ხელისუფლება, ოპოზიციას კი არ გააჩნდა მძიმე შეიარაღება. 2017-2018 წლებში ეტაპობრივად, მმართველმა ძალამ, რუსეთის და ირანის დახმარებით აღადგინა კონტროლი მთელს ქალაქზე, და დღეს იქ ომი შეწყდა. თუმცა,პრობლემები , რომლების გამოც დაიწყო ომი, არსად არ გამქრალა, ამიტომაც დამასკოს აქვს ყველაზე დაბალი შეფასება – 20 ქულა  – სტაბილურობის კუთხით. ყველაზე მაღალი რეიტინგი კი დამასკოს აქვს კატეგორიაში „კულტურა და გარემო“ (40,5).

2. დაკა – ბანგლადეშის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი

ქალაქში მდებარეობს ქვეყნის მრეწველობის დიდი ნაწილი, ძირითადად ტექსტილი, ლითონების გადამუშავება, და კვების პროდუქტების წარმოება.დაკაში არის კატასტროფულად ჭარბი მოსახლეობა – ოფიციალურად იქ ცხოვრობს 20 მლნ. ადამიანი, არაოფიციალურად- 30 მლნ. ძალიან დაბალია ინფრასტრუქტურის განვითარების დონე.  ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა – ძირითადად ნაგვის დიდი რაოდენობის გამო, ხოლო ჭარბი მოსახლეობის გამო ძალიან სწარაფად ვრცელდება დაავადებები.


3. ლაგოსი – საპორტო ქალაქი ნიგერიაში, ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი

დასაწყისში ლაგოსი იყო იორუბას ტომის პატარა სოფელი, თუმცა, ევროპული კოლონიზაციის პერიოდში და  დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ის გახდა ნიგერიის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ცენტრი.  დღეს ის იკავებს ლაგოსის შტატის თითქმის მთელ ტერიტორიას, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 17 მლნ. ადამიანს, აგლომერაციაში  – 21 მლნ. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ლაგოსს აქვს კატეგორიაში „პოლიტიკური სტაბილურობა“ (20), ყველაზე მაღალი – „კულტურა და გარემო“ (53.5).

4. ყარაჩი, საპორტო ქალაქი პაკისტანში, ქვეყნის უმსხვილესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი

სწრაფი ზრდის გამო ქალაქს აწუხებს ისეთი პრობლემები, როგორც საგზაო საცობები, მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, სიღატაკე, და ქუჩის კრიმინალი. სადღეისოდ ყარაჩში ცხოვრობს 23 მლნ. ადამიანი, რის გამოც ქალაქში ძალიან დაბალია კეთილმოწყობის დონე.

5. პორტ-მორსბი, პაპუა-ახალი გვინეას დედაქალაქი

რეიტინგის სხვა ქალაქებთან შედარებით, არც თუ ისე დიდია – იქ ცხოვრობს 317 000 ადამიანი. ფორმალურად არსებული მთავრობის და მერიის მიუხედავად,  რეალურად ქალაქ მართავენ ბანდიტური დაჯგუფებები. ამიტომაც ქალაქში ბევრია შეიარაღებული თავდასხმები და მკვლელობები.

6. ხარარე, ზიმბაბვეს დედაქალაქი

ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი, კულტურული,  პოლიტიკური, და ეკონომიკური ცენტრი, მოსახლეობა  – 1,6 მლნ. აგლომერაციაში – 2,8 მლნ. რობერტ მუგაბეს რეჟიმი აღმოჩნდა კატასტროფული ქვეყნის ეკონომიკისთვის. ხარარეს ახასიათებს ძალიან ცუდი ინფრასტრუქტურა, უმუშევრობის და კრიმინალის ძალიან მაღალი დონე. ცენტრალური ნაწილის რამდენიმე უბნის გარდა, ქალაქში არ ხდება ნაგვის დატანა, არ კეთდება გზები, დანგრეულია წლით და ენერგიით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემები, არ მუშაობს კანალიზაცია.


7. ტრიპილი, ლიბიის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი

2011 წლის აგვისტოში ლიბიაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც ასევე შეეხო ტრიპოლისაც. დასავლეთის ქვეყნების დახმარებით შეიარაღებულმა ოპოზიციამ დაამხო მუამარ კადაფის თითქმის 30-წლიანი რეჟიმი, თუმცა, ომმა მოახდინა დამანგრეველი გავლენა ლიბიის სახელმწიფოებრიობაზე. ქვეყანაში არ არსებობს ცენტრალიზებულ მართვის სისტემა, 2014 წლიდან კი სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში,  მიმდნინარეობს პერმანენტული ომი სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის.

8. დუალა, კამერუნის უმსხვილესი ქალაქი და ეკონომიკური ცენტრი

ყველაზე სერიოზულ პრობლემა, რომელიც აფერხებს ქალაქის განვითარებას არის მაღალი კორუფცია, რომელიც ხელს უშლის ინვესტიციების მოზიდვას. კიდევ ერთი პრობლებაა  – ქალაქში მცხოვრები 2 მლნ. ადამიანის უზრუნველყოფა კვების პროდუქტებით.

9. ალჟირი, ალჟირის დედაქალაქი

1962 წელს დასრულდა ომი საფრანგეთთან, რომელშიც დაიღუპა 1 მლნ.-,დე ადამიანი, რის შემდეგაც ქვეყანა, მიიღო დამოუკიდებლობა. მას შემდეგ ქალაქი ძალიან გაიზარდა, დღეს აგლომერაციაში ცხოვრობს 5 მლნ. ადამიანი.

10. დაკარი, სენეგალის დედაქალაქი და საზღვაო პორტი,

მოსახლეობა შეადგენს 1, 03 მლნ.-ს, აგლომერაციაში – 2, 4 მლნ. ქალაქში არის ცუდად განვითარებული ინფრასტრუქტირა, უმუშევრობის და კრიმინალის მაღალი დონე.

The economist

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.