ყველაზე კომფორტული ქალაქების რეიტინგში თბილისი 187-ე ადგილზეა

ქალაქებში ცხოვრების დონის მიხედვით ავსტრიის დედაქალაქი ვენა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია. ყოველწლიური სია ამერიკულმა კონსალტინგ კომპანია Mercer-მა შეადგინა. საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქი, ვენა უკვე ზედიზედ მეათედ ხდება. 

ვენასთან ერთად ხუთეულში ციურიხი, ვანკუვერი, მიუნხენი და ოკლენდიც მოხვდნენ. რეიტინგში საქართველოს დედაქალაქი თბილისი 187-ე ადგილს იკავებს. 2018 წელს ვენა The Economist-ის ვერსიითაც ლიდერი გახდა. გამოცემის რეიტინგის მიხედვით, აქამდე ცხოვრების დონის კუთხით, ზედიზედ შვიდი წელი მელბურნი ლიდერობდა.  

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.