ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებები – სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი ტოპ-20-ში არიან – საქართველო ამ ოცეულში ვერ მოხვდა

სომხეთი და აზერბაიჯანი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებში მოხვდნენ. რეიტინგი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ 4 თებერვალს გამოაქვეყნა.
საქართველოს მეზობელი ქვეყნები ტოპ-20-ში მოხვდნენ, სადაც 2019-ში ტურიზმის სექტორის ზრდა ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში.

რეიტინგში სომხეთი მე-12 ადგილზეა და გასულ წელს 14,4%-იან ზრდას აჩვენებს ტურიზმის სექტორში. აზერბაიჯანი კი მე-17 ადგილს იკავებს და ტურიზმის სექტორში 11.4%-იან ზრდას აფიქსირებს.
ოცეულში მოხვდა თურქეთიც, ქვეყანამ რეიტინგში მე-13 ადგილი დაიკავა და ტურიზმის სექტორის 14%-იანი ზრდა აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგში საქართველო ვერ მოხვდა.

ოცეულში მოხვდნენ რეგიონის სხვა ქვეყნებიც, მაგალითად უზბეკეთი (მე-4 ადგილი) და ყაზახეთი(მე-20 ადგილი).

ტოპ-20 ქვეყანას შორის, სადაც გასულ წელს ტურიზმის სექტორი ყველაზე სწრაფად გაიზარდა, პირველ ადგილზეა მიანმარი(ზრდა 40.2%).

UNWTO-ს მიხედვით, 2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი საფრანგეთს ეწვია და 90 მილიონ ვიზიტორს გადააჭარბა, მას კი ესპანეთი მოჰყვება 83 მილიონი ვიზიტორით.

გლობალურად კი გასულ წელს 1.5 მილიარდი ვიზიტი დაფიქსირდა.

https://bm.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.