ყველაზე შორეული კოსმოსური ფოტო გადაიღეს (ფოტო)

NASA-ს კოსმოსურმა სადგურმა New Horizons-მა კოსმოსურ სივრცეს გადაუღო ფოტო, როდესაც ის დედამიწიდან 6,12 მილიარდი კილომეტრით იყო დაშორებული. ამით Horizons-მა Voyager-1-ის რეკორდი მოხსნა, რომელმაც კოსმოსური ფოტო დედამიწიდან 6,05 მილიარდ კილომეტრში გადაიღო. ამის შესახებ Phys.org-ი წერს.

New Horizons Captures Record-Breaking Images in the Kuiper Belt

New Horizons Captures Record-Breaking Images in the Kuiper Belt

კოიპერის სარტყლის ობიექტები ფოტო: NASA

New Horizons-მა კოიპერის სარტყლის რამდენიმე ობიექტს გადაუღო ფოტო. სარტყელი მცირე სხეულებისგან, ყინულის, მეთანისა და ამიაკისგან შედგება, ასევე ჯუჯა პლანეტებისგან, რომელთაგან ერთ-ერთი პლუტონია.

New Horizons Captures Record-Breaking Images in the Kuiper Belt

ფოტო: NASA

მისია New Horizons-ი NASA-ს 600 მილიონი დოლარი დაუჯდა. აპარატი კოსმოსში 2006 წელს გაუშვეს. აპარატის მისიაში პლუტონისა და მისი თანამგზავრის ქარონის შესწავლა შედის.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: