„ყველას მკვდრის ფერი ედო“ – „ოცნებაში“ ახალი წმენდა დაიწყო: კიდევ რომელი მინისტრი დატოვებს პოსტს

განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა, თუმცა როგორც „ჰოთნიუსს“ კულუარებში ეუბნებიან, სამთავრობო წმენდა ბატიაშვილის გათავისუფლებით არ დასრულდება და თანამდებობას კიდევ, მინიმუმ, ორი მინისტრი დატოვებს. ნიშანდობლივია, რომ ბატიაშვილის გადადგომას „ოცნების“ თბილისის ორგანიზაციის შეხვედრა უსწრებდა წინ, რომელიც გუში კახეთში შედგა. ამ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. ჩვენი წყაროს ცნობით, შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო და ივანიშვილმა თანაგუნდელები სერიოზულად დატუქსა.

„შეხვედრის შემდეგ, ყველას მკვდრის ფერი ედო“, – ამბობს წყარო და დასძენს, რომ სამთავრობო წმენდა გაგრძელდება და ახალ წლამდე მთავრობაში სერიოზული ცვლილებები მოხდება.  

http://hotnews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.