ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი არ შეიქმნას – ანა დოლიძე

“ვდებ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ახალი მეხუთე კოლონა და რუსული ჰიბრიდული ომის იარაღი – რუსული კულტურისა და ენის ცენტრი არ შეიქმნას საქართველოში“,- ამის შესახებ “2020NEWS“-თან იუტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

“მიმაჩნია, რომ ეს იქნება რუსული ჰიბრიდული ომის პროპაგანდის იარაღი. არავითარი დამატებითი პროპაგანდა რუსლ კულტურასა და ენას საქართველოში არ სჭირდება.

მე, როგორც მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ცენტრი არ შეიქმნას“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება.

https://2020news.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.