ყველა დროის უდიდესი ქალი მეცნიერები

ყველა დროის უდიდეს მეცნიერებს შორის, ქალები მრავლად არიან. მეცნიერების სხვადასხვა დარგში, მათ არაერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ეკუთვნით. ზოგიერთი მათგანის ღვაწლმა სამუდამოდ შეცვალა მეცნიერება და ზოგადად, მსოფლიო.წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს.

მარი სკლადოვსკა-კიური (1867-1934)

მარი კიური ნობელის პრემიის პირველი ქალი ლაურეატი იყო. ამავე დროს, ერთადერთი ქალია ისტორიაში, რომელმაც ნობელის პრემია მეცნიერების ორ სხვადასხვა დარგში აიღო: ფიზიკასა და ქიმიაში.აღმოაჩინა ქიმიური ელემენტები — პოლონიუმი და რადიუმი. მისმა ღვაწლმა საფუძველი ჩაუყარა რენტგენული გამოსხივების შექმნას.

კაროლინა ჰერშელი (1750-1848)

გერმანელი ასტრონომი. ცნობილი ასტრონომის, უილიამ ჰერშელის და. აღმოაჩინა რამდენიმე კომეტა. მათ შორის ერთ-ერთს, მისი სახელი ეწოდა (35P/ჰერშელ/რიგოლე. იყო პირველი ქალი მეცნიერი, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ აღიარა.

მარია მიტჩელი (1818-1889)

ერთ-ერთი პირველი ამერიკელი პროფსიონალი ასტრონომი ქალი. 1847 წელს აღმოაჩინა კომეტა, რომელსაც შემდეგ „მის მიტჩელის კომეტა“ უწოდეს.

ირენ ჟოლიო-კიური (1897-1956)

მარი სკლადოვსკა-კიურისა და პიერ კიურის ქალიშვილი. 1935 წელს ხელოვნური რადიოაქტიურობის აღმოჩენიათვის მიიღო ნობელის პრემია ქიმიის დარგში. თავის ქმართან, ფრედერიკთან ერთად, ელემენტი ბორი გარდაქმნა რადიოაქტიურ აზოტად, ალუმინი — ფოსფორად, მაგნიუმი კი სილიციუმად.

როზალინდ ფრანკლინი (1920-1958)

როზალინდ ფრანკლინი იყო რენტგენოგრაფი და ბიოფიზიკოსი, რომელმაც უდიდსი წვლილი შეიტანა მოლეკულური სტრუქტურის შესწავლაში. ასევე განსაკუთრებული ღვაწლი აქვს დნმ-ის სტრუქტურის შესწავლაში.

ლიზა მაიტნერი (1878-1968)

ავსტრიელი ფიზიკოსი და რადიოქიმიკოსი. იყო იმ ჯგუფის წამყვანი წევრი, რომელმაც ბირთვული გახლეჩვა აღმოაჩინა. ამ ნაშრომისთვის, ნობელის პრემია მის კოლეგა ოტო ჰაჰნს მისცეს, რაც ნობელის კომიტეტის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომად მიიჩნევა.

შერლი ჯეკსონი (1916-1965)

იყო პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელმაც დოქტორის ხარისხი მიიღი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ბირთვული ფიზიკის მიმართულებით. უმნიშვნელოვანესი ნაშრომებისთვის, მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო პრემია.

დოროთი ჰოჯკინი (1910-1994)

ბრიტანელი ბიოქიმიკოსი. შექმნა რენტგენული გამოსხივების კრისტალოგრაფიის ტექნოლოგია, რომელიც ამჟამად აქტიურად გამოიყენება ბიომოლეკულების სამგანზომილებიანი სტრუქტურის განსაზღვრისთვის.ვიტამინ B12-ის შემადგენლობის გარკვევისთვის, მიიღო ნობელის პრემია ქიმიაში.

გერტრუდ ელიონი (1918-1999)

ამერიკელი ბიოქიმიკოსი და ფარმაკოლოგი. სამკურნალო პრეპარატების მნიშვნელოვანი პრინციპების აღმოჩენისთვის, 1988 წელს მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. ინოვაციური მეთოდებით ელიონმა რამდენიმე ახალი წამალი შექმნა, თუმცა მათ შორის ყველაზე გამორჩეულია შიდსის წამალი AZT.

ციანსიუნ ვუ (1912-1997)

ჩინელი ფიზიკოსი. მოღვაწეობდა ექსპერიმენტულ ფიზიკასა და რადიოაქტიულ ფიზიკაში. ხშირად უწოდებენ „ჩინელ მარია კიურის“ ან „ფიზიკის პირველ ლედის“.მუშაობდა „მანჰეტენის პროექტზე“. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ურანის U-238-ად და U-235-ად დაყოფის პროცესის აღმოჩენაში.

გრეის ჰოპერი (1906-1992)

ამერიკელი პროგრამისტი და საზღვაო ძალების ადმირალი. იყო ჰარვარდის Mark I კომპიუტერის ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი. შექმნა კომპიუტერული პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი.ჰოპერმა სახელი გაუთქვა მანქანისგან დამოუკიდებელი პროგრამირების ენებს, რისი მეშვეობითაც შეიქმნა COBOL-ი, თანამედროვე პროგრამირების ერთ-ერთი პირველი ენა. მრავალი მიღწევის გამო, ხშირად „საოცარ გრეისს“ უწოდებენ.

რიტა ლევი-მონტალჩინი (1909-2012)

რიტა ლევი-მონტალჩინი ნევროლოგი იყო. 1986 წელს, ნერვის ზრდის ფაქტორების აღმოჩენისათვის, მიიღო ნობელის პრემია მედიცინის დარგში. იყო ნობელის პირველი ლაურეატი, რომელმაც 100 წელზე მეტხანს იცოცხლა.

ვერა რუბინი (1928-2016)

ამერიკელი ასტრონომი. ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა გალაქტიკათა ბრუნვის მაჩვენებლები. აღმოაჩინა მანამდე პროგნოზირებული შეუსაბამობა გალაქტიკათა კუთხურ მოძრაობასა და დაკვირვებად მოძრაობას შორის.

ჯეინ გუდოლი (1934)

მთელ მსოფლიოში ცნობილია პრიმატების გასაოცარი კვლევებით. მიიჩნევა შიმპანზეების ერთ-ერთ წამყვან მკვლევრად. უკვე 45 წელია, ამ ცხოველებს ის ტანზანიაში იკვლევს.

ელიზაბეტ ბლეკბარნი (1948)

ფერმენტ ტელომერაზას აღმოჩენისთვის, 2009 წელს მიიღო ნობელის პრემია მედიცინაში. ეს ფერმენტი ხელახლა ავსებს ტემომერს — ადამიანის გენეტიკურ მასალაში არსებულ მცირე ფრაგმენტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაბერების პორცესზე.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.