“ყველა მთავარი დაპირება შეასრულა “ოცნებამ” – დღევანდელობა ე.წ ინტელიგენციის შეფასებით

2012 წლამდე, სანამ კოალიცია “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდოდა, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე არა ერთი დაპირება გაჟღერებულა მათი წევრების მხრიდან

მათ შორის ელექტროენერგიის გადასახადის შემცირება, წყლის გადასახადის განახევრება, 5 მილიონი თითო სოფელს, სამუშაო ადგილები, 100 ქარხანა, აყვავებული მცირე და საშუალო ბიზნესი, უფასო ფული, 220 ლარი პენსია, მრავალწლიანი, დაბალპროცენმტიანი სესხები, აყვავებული ქვეყანა და გასაოცარი დემოკრატია. 

მათი ხელისუფლებაში მ,ოსვლიდან 6 წლის შემდეგ, სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებისა და საქასტატის მონაცემებით ქვეყანაში გაზრდილია სიღარიბის მაჩვენებელი, დაუძლეველია უმუშევრობის პრობლემა, ათასობით გაიზარდა ბანკის მოვალეთა რიცხვი, გაზრდილია კომუნალური გადასახადები და ფასების მატება შეინიშნება ყველა სახის პროდუქციაზე. და რაც მთავარია, 700 ათასი ადამიანით არის გაზრდილი ქვეყნიდან გასულთა რიცხვი. 

ის პრობლემები კი, რაც დღეს რეალურად დგას ქვეყანაში ვერ ხედავენ კულტურისა და ხელოვნების ცნობილი სახეები, რომლებიც თავიდანვე ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები “ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიებში და მოსახლეობას უკეთესი მომავლის იმედს, ბიძინა ივანიშვილის სახელით პირადად აძლევდნენ.  

რას ამბობენ ეს ადამიანები წლების შემდეგ და როგორ აფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, გთავაზობთ მათ მიერ  სხვადასხვა ტელ;ევიზიებში და ჟურნალ-გაზეთებში გაკეთებულ განცხადებებს: 

“ოცნების მინუსად მიმაჩნია ის, რომ არ გამოდიან და არ ლაპარაკობენ, რა გაკეთდა. ის წარსული ძალა რეიტინგს იწევდა და მიმაჩნია, რომ მართლაც წარსული ძალაა. “ოცნებაში”, არიან ადამიანები, რომლებიც მომწონს და ვთვლი, რომ ჯანსაღი გუნდია. მაქვს შენიშვნები, რასაც ღიად ვაფიქსირებ. არ ვარ პარტიის წევრი და ვერ გამოვალ სხვა აზრებით. მე ვიბძვოდი იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა”არჩევნების გზით და არანაირი სისხლის ღვრით, ან გადატრიალებით არ გაეშვათ, ეს მე გავაკეთე და სწორედ ამიტომ ვიყავი ძალიან აქტიურად დაკავებული 2012 წელს წინასაარჩევნოდ რეგიონებში სიარულით. ვიბრძოდი იმისთვის, რომ ყველას ეკეთებინა თავისი საქმე… მე თავისუფლად ვსუნთქავ, მაგრამ ვხედავ სხვები როგორ სუნთქავენ. “-აღნიშნავს მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ.

“მე მეჩვენება, რომ იმ სტაბილურობისთვის, დაბალანსებული პოლიტიკისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის დღეს დღეობით მეჩბენება, რომ ” ქართული ოცნება” ყველაზე რეალური ძალაა, ყველანაირი კატაკლიზმების გარეშე დაბალანსებული ძალაა, ის დაკომპლექტებულია წესიერი, ნორმალური ადამიანებით, ვფიქრონ გიორგი კვირიკაშვილის თავკაცობით გაუძღვებიან ქვეყანას და დიახ, ვფიქრობ, რომ ისინი უმრავლეოსობას მოიპოვებენ, მე ვიცი ხალხის განწყობა, გარეთ ვარ და ვიცი ჩემს გარშემო ხალხის დამოკიდებულება ყველანაირი სოციალური ფენაზე მაქვს საუბარი და მაქსიმალურად შევეცდები გავაგებინო ხალხს, რომ ეს არის ძალა,რომელიც არ გადაგვყრის რაღაც შარს და ნელ-ნელა მიგვიყვანს იმ ქვეყნის დაბალანსებამდე. წინსვლას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ პირველ რიგში სტაბილურობაა საჭირო, ვფიქრობ ქართულ ოცნებას ეს შესწევს, რაც მთავარია ამ ძალის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც რა თქმა უნდა, როგორც ჩემთვის, ისე ბევრი მოქალაქისთვის ეს არის გარანტი ამ ყველაფრის”- განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ. 

ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მთავრობა მაქსიმალურად ეფექტურად მუშაობს. არ მინდა ვთქვა, რომ არ მუშაობდნენ, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ იყო რიგი საკითხები, მით უმეტეს, პარტიულ და საპარლამენტო ცხოვრებაში, რაც ჩარევას და გამოსწორებას საჭიროებს. ვფიქრობ, ეს ბუნებრივი პროცესია.

,,ქართული ოცნება” ძალიან ეკლექტური ძალაა. ფაქტობრივად იგი ნაცმოძრაობის, სააკაშვილის გასაშვებად ჩამოყალიბდა”-აცხადებს შენგელია.

“მე კმაყოფილი ვარ, ყველა მთავარი დაპირება შეასრულა ოცნებამ.  შეისწავლეთ, ნახეთ რა გაკეთდა ამ წლების მანძილზე,  ნამდვილად ძალინ ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. ოცნების ერთ-ერთი მინუსი ის არის, რომ არ საუბრობს გაკეთებულ საქმეზე ანუ პიარი აქვთ ცუდი. მხოლოდ პრობლემებს ნუ ეძებთ, მოიძიეთ რა გააკეთეს”-ამბობს რეჟისორი ქეთი დოლიძე.

“ადამიანები, რომლებიც მას ყოველდღიურად ქუჩაში ხვდებიან ამბობენ, რომ მათი ცხოვრება 2012 წლის შემდეგ უკეთესობისკენ შეიცვალა. მე ჩემი კვლევები მაქვს იცით რის მიხედვით? მე როცა მოვდივარ ქუჩაში, ყველა მეორე, ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანი, ტაქსისტები არ მართმევენ ფულს. ქალბატონო ლალი, თქვენ გაიხარეთ. ისეთი დამოკიდებულებაა, როგორ შეიძლება გაუარესება ვუწოდო? ოპოზიცია რისი ოპოზიციაა, სულ რომ არაჩვეულებრივად იყოს ყველაფერი, რაღაცას მაინც იპოვის. დარბევები რომ არ ხდება, ტელეფონზე ლაპარაკი რომ არ გეშინია, არ გვისმენენ, აღარავის არ იჭერენ ტყუოლად, არ ატერორებენ ბიზნესს ტყუილად. ეს არ არის წარმატება? ახლა ჩვენ გვინდა სოციალური პირობები, ჯანდაცვა ამოქმედებული, რაც ცხრა წლის განმავლობაში ვერ გააკეთეს.”-ამბობს მსახიობი ლალი ბადურაშვილი.

„ვთქვათ დოლარმა აიწია, მერე ჩვენ რა შუაში ვართ?! მე ვყიდულობ ისეთ პროდუქტს, რაც არ არის ძალიან ძვირი. ღორებს, გოჭებს, ეგეთ რამეებს არ ვყიდულობ. ჩემი მეგობრები ვინც არიან იძახიან, რომ ალბათ რაღაცა მოხდა და იმიტომ აიწია დოლარმა, ალბათ კიდევ რაღაცა მოხდება და ჩამოიწევს.

რესტორანში ვერ შეხვალ გადაძეძგილია. მანქანები იმდენი დადის ქალაქში, რომ სულ ვფირობ, არ დავიგვიანო სამსახურში, კინოსტუდიაში, თქვენთან… ამდენი მანქანა ქალაქში სიმართლე თქვით, ოდესმე გინახიათ?!

ხალხს მთელ მსოფლიოში უჭირს, ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება. როგორ შეიძლება არ უჭირდეთ ადამიანებს?! ალბათ ვიღაცებს უფრო მეტად უჭირთ, ვიღაცებს ნაკლებად, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველას უჭირს და კვდება?! არა! მანქანებს როგორ ყიდულობენ გამაგებინეთ“, – აცხადებს გურანდა გაბუნია.

guriismoambe.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.