ყირგიზეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა თავი ღმერთად გამოაცხადა

ყირგიზეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, არსტანბეკ აბდილბაევმა თავი ღმერთად გამოაცხადა, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

პრესკონფერენციაზე აბდილბაევმა განაცხადა, რომ ის ღმერთია, 2020 წელს კი სამყაროს პრეზიდენტი გახდება. მისმა მომხმრეებმა ქვეყნის პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვისგან აბდილბაევისთვის „ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა“ მოითხოვეს.

აბდილბაევის განცხადებებს ქვეყანაში რეზონანსი მოჰყვა, რის შედეგადაც რელიგიათა საკითხების სახელმწიფო კომისიის დირექტორმა აბდილბაევის განცხადების შესწავლა დააანონსა. ქვეყნის შსს-ს მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, გამოძიება რასობრივი, ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური და რელიაგათაშორისი შუღლის გაღვივების მუხლით მიმდინარეობს, დანიშნულია ლინგვისტიკური ექსპერტიზა.

არსტანბეკ აბდილბაევი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს 2011 და 2017 წლებში იყრიდა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.