ყოფილი პრეზიდენტი შტურმის დროს სპეცრაზმელების მიმართულებით პირადად ისროდა

ყირგიზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა აღიარა, რომ შტურმის დროს სპეცრაზმელების მიმართულებით პირადად ისროდა. ატამბაევის თქმით, მის მომხრეებს იარაღი არ ჰქონიათ და სროლის დროს ცდილობდა, რომ ტყვია ადამიანებს არ მოხვედროდა.

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მზად არის იმოქმედოს სპეცდანიშნულების რაზმის „ალფას“ ექვსი მებრძოლის გასათავისუფლებლად, რომელიც მისმა მომხრეებმა დააკავეს და ამჟამად მის სახლში დაცვის ქვეშ იმყოფებიან.

ალმაზბეკ ატამბაევის თქმით, მისი მხარდამჭერები ბიშკეკში, პარლამენტის შენობასთან 8 აგვისტოს მიტინგს ჩაატარებენ. ბოლო მონაცემებთ, ატამბაევის სახლთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 52 ადამიანი დაშავდა. სპეცრაზმის პირველი ოპერაციის დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, თუმცა მომხრეების წინააღმდეგობის გამო, ატამბაევის დაკავება ამ დროისთვის არ დასტურდება.

(1tv.ge)

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.