შაბათ-კვირას და საღამოს საათებში დავალიანების გამო დენი, წყალი და გაზი აღარ გაითიშება

სემეკის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა შემთხვევები, როცა  დენის, წყლისა და გაზის დავალიანების გამო მიწოდების შეწყვეტა აიკრძალა. ასეთი შემთხვევებია: საღამოს საათები; შაბათ-კვირა; უქმე დღეები; უქმე დღეების წინა დღეები.

ამასთან,  განისაზღვრა ის მაქსიმალური ვადა, როცა დავალიანების გადაიხდიან კომპანიამ მომსახურების მიწოდება უნდა განაახლოს. აბონენტს მომსახურების მიწოდება უნდა აღუდგეს გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან, თანხის ასახვიდან, ან გადანაწილების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ხუთ საათში. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ინფორმაცია კომპანიას 9 საათიდან 16 საათამდე მიაწოდეს, მაღალმთიან რეგიონებში დრო 14 საათამდეა. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში კომპანიას არ მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია აბონენტმა, მას მომსახურება უნდა აღდგეს მომდევნო კალენდარული დღის 12 საათამდე.

“იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებულ მომხმარებელთა ორ პროცენტზე მეტს, მაგრამ არანაკლებ 100 მომხმარებლისა, ზემოაღნიშნულ ვადაში განაწილების ლიცენზიანტმა ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ განაწილების ლიცენზიატი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს”, -ნათქვამია სემეკის დადგენილებაში.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.