„შალვა, შენ დეგენერატი ხარ!“- „ვწუხვარ,დიდად ვწუხვარ“

„პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილს მიმართა:

„არაა ადვილი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიცვალოს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც შენი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იყო (არა პარტიის წევრი, მაგრამ შენი კანდიდატი მერობის პოსტზე) . რაღაცა ძალიან უნდა გაფუჭდეს, რომ გუნდი ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდეს და გაფუჭდა- ბორჯომელები 5 თვეა ელოდებიან, რომ საკრებულომ და მერიამ დაიწყოს ნორმალური ფუნქციონირება. ხალხს არ აინტერესებს, ვის არ მისცეს სახელმწიფო მანქანა და ვის- საწვავი, ვინ ცდილობს პოლიტიკური ქულების ჩაწერას და ვინ-არა. ხალხს აინტერესებს, დასრულდეს კონფლიქტი და დაიწყოს სოციალური დახმარების პროგრამების, ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების განხორციელება. ზაზა ჩაჩანიძე წინა მოწვევის საკრებულოში “ქართული ოცნების” საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ. მან უხელმძღვანელა საკრებულოს იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების გუნდს წარმოადგენდა, მაგრამ როდესაც (ჩვენი პარტიის ფინანსური, ტექნიკური, საინფორმაციო მხარდაჭერით) გახდა ოპოზიციური საკრებულოს პირველი პირი, აირჩია მერიასა და მერიის სტურუქტურებთან უწყვეტი კონფრონტაციის გზა. ბოლოს, მისსავე მხარდამჭერებს და ფინალში- მთელ სამყაროს გაუბრაზდა. ეს კონფრონტაცია გრძელდებოდა 5 თვის მანძილზე და გადაიზარდა პიროვნულ, პირადულ დაპირისპირებებში. დაიკარგა დრო, რომელიც არ უნდა დახარჯულიყო პოლიტიკურ კინკლაობაზე. არ იყო ეს არც სერიოზული, არც მართალი და არც სასარგებლო გზა.

ბორჯომის საკრებულოში რეალურად მენეჯმენტის ცვლილების აუცილებლობის საკითხი დადგა. სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ამ საკითხის გამოყენება სცადეს და დღესაც ცდილობენ. 2017 წლის 20 ნოემბერს ჩვენს მიერ მხარდაჭერილი და არჩეული თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, სამწუხაროდ, ნაცმოძრაობის, მელიების, ბოკერიების, ლეიბორისტული პარტიის (პრაქტიკულად, შალვა ნათელაშვილი ნაციონალური მოძრაობაა), ხარატიშვილის, პაატა დავითაიას გარემოცვაში და მათ თანამოაზრედ ვიხილეთ. თუ ოპოზიციურ უმრავლესობაზე და ამ უმრავლესობის შენარჩუნებაზეა საუბარი, მელიების სქემით მოქმედება ოპოზიციური უმრავლეობის შენარჩუნებას რატომ ნიშნავს, გაუგებარია. ჩემთვის ეს იყო წითელი ხაზი, რომელიც გადაიკვეთა! მე რამდენჯერმე მოვუწოდე ზაზას, გამიჯვნოდა მელებს, ნათელაშვილებს და დავითაიებს, მაგრამ ვერც ერთი საჯარო განცხადება ვერ მოვისმინე. მეტიც, ნაცმოძრაობის ლიდერები დავით კირკიტაძე და ხაბეიშვილი უკვე ღიად ლობირებენ ჩაჩანიძეს.

რამდენჯერმე, ზაზას გამოსვლისას მოვისმინე, რომ მას არ სურდა დავით თარხან-მოურავის და “პატრიოტთა ალიანსის” მონობა, რომ ის დამოუკიდებელი და თავისუფალი მოთამაშეა, არაა პარტიის წევრი. ახლა საკრებულოს თავმჯდომარეც აღარაა უკვე და იმედი მაქვს, კმაყოფილია. კაცმა სიმართლე ხომ უნდა თქვას? დავით თარხან-მოურავს ზაზა ჩაჩანიძე (ჯამში) სულ 1 საათითა და 30 წუთით ჰყავს ნანახი: არჩევნების დროს ორ სხვადასხვა დღეს შეხვდნენ ერთმანეთს და ( ჯამში) ეს საათნახევარზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა.

არცერთხელ არც ბატონ დავითს და არც მე არ გაგვჩენია სურვილი, ჩავრეულიყავით ბორჯომის საკრებულოს საქმიანობაში. არ დაგვირეკავს ჩაჩანიძისთვის, არ მიგვიცია არავითარი დავალება, რეკომანდაციაც კი. არც არაფერი გვითხოვია. მეტიც, არჩევნების შემდეგ, ბორჯომში ერთადერთხელ ვიყავი. ამიტომ მონობას ვინ და როგორ აიძულებდა, ჩემთვის გაუგებარია. მეტიც, მონები კი არა, თანამოაზრეები და თანამებრძოლები მჭირდება და, ვწუხვარ, რომ ჩემს მიერ მხარდაჭერილი ზაზა ჩაჩანიძე ჩემთვის ასეთ თანამებრძოლად არ იქცა. არადა, ღმერთია მოწმე, სიკეთისა და გვერდში დგომის გარდა, მისთვის არც არაფერი მისურვებია და არც გამიკეთებია. მე ვიყავი ჩაჩანიძის რეკომენდატორი, თორემ არც დავით თარხან-მოურავი და არც “პატრიოტთა ალიანსი” ზაზა ჩაჩანიძეს არ იცნობდა. კვლავ ვამბობ: ზაზა ჩემთვის თანამებრძოლად არ იქცა. სამაგიეროდ, ისე გამოვიდა, რომ მელიასა და ნათელაშვილისთვის იქცა მოკავშირედ და ღმერთმა დალოცოს მათი გზა და არჩევანი.

ამ დღეებში ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე პროცესებზე კიდევ ბევრ ტყუილსა და მართალს მოვისმენთ.
ვცდილობ, ჩემი საჯარო გამოსვლებით ზედმეტად არ ვიაქტიურო, რადგან მაინც ტენდენცური ვარ ბორჯომთან მიმართებაში. თუ ოპოზიციის სურვილი და ნება იქნება, მზად ვართ, მათთან თანამშრომლობა წარიმართოს კონსტრუქციულ რეჟიმში ისე, რომ არ დაზიანდეს ბორჯომელების ინტერესი. ასევე, მზად ვართ, გამოვიდეთ “ქართული ოცნების” დეპუტატებთან 5 თვიანი გაბუტვის რეჟიმიდან (პოლიტიკა საბავშვო ბაღი არ არის) და ბორჯომის საკრებულომ დაიწყოს ნორმალური ფუნქციონირება.

შალვა ნათელაშვილის პარტია და პარტიის წევრები ოპონენტებისადმი ლანძღვა-გინებით რომ გამოირჩევიან, აღმოჩენა არავისთვისაა. თავს მაქსიმალურად ვიკავებ, მაგრამ ნათელაშვილს გავუმეორებ იმას, რასაც დიდხანია ვეუბნები: შალვა, შენ დეგენერატი ხარ და რაც დრო გადის, კიდევ უფრო დიდი დეგენერატი ხდები!

მივმართავ ბორჯომელებს: დარწმუნებული იყავით, რომ მე, ირმა ინაშვილი, თქვენ არასდროს გაგყიდით და არც მიგატოვებთ. ვისაც გონება აქვს, ამას ხვდება და ეს იცის. მე მხოლოდ სიკეთე მინდა ბორჯომისა და ბორჯომელებისათვის. დღეს პარტიის გენერალური მდივანი ვარ, ხვალ რომ გადამირჩიონ ამ თანამდებობიდან, ჩემთვის ეს ტრაგედია არ იქნება, გავაგრძელებ პარტიის რიგითი წევრის სტატუსიდან ბრძოლას და მოქმედებას. არც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის დაკარგვაა ტრაგედია. ახლა გამოჩნდება, მართლა ვის სტკივა გული ბორჯომისათვის. წარმატებას ვუსურვებ ზაზა ჩაჩანიძეს იმ გზაზე, რომელიც მან აირჩია. ვწერ პირჯვარს და დამილოცნია! წარმატებას ვუსურვებ ბორჯომის საკრებულოს და მის ყველა დეპუტატს!”

ირმა ინაშვილს სოციალურ ქსელშივე პასუხობს შალვა ნათელაშვილი:

ვწუხვარ,დიდად ვწუხვარ,რომ ამ ქალბატონს ზრდილობასთან სერიოზული პრობლემები აქვს.ეს მხოლოდ მისი სატკივარი იქნებოდა იგი რომ არ იყოს არა მარტო ხალხის წარმომადგენელი უმაღლეს ორგანოში,არამედ ამ ორგანოს ვიცე-სპიკერიც და შესაბამისად საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიო არენაზე. თუმცა ახლა საქმეზე. რა გამართლება შეიძლება ქონდეს ოპოზიციურობაზე პრეტენზიის მქონე პარტიას რომელიც მმართველი ძალის,ივანიშვილისეული ოცნების დეპუტატთა დახმარებითა და ხელმოწერებით გადააყენებს ქვეყანაში ერთადერთი ოპოზიციური საკრებულოს თავმჯდომარეს მას შემდეგ რაც არ დამტკიცდება მმართველი ხროვისთვის ყაჩაღური ხელფასები,ასევე არ დარეგისტრირდება ბიუჯეტის საჭმელად და და არჩევნების გასაყალბებლად სუსი-ს მიერ შექმნილი მრეწველ-კონსერვატორთა ფრაქციები. ფაქტია რომ ქვეყანაში ერთადერთმა ოპოზიციურმა საკრებულომ დაამთავრა თავისი არსებობა რაზედაც ისტორიული პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ქალბატონს და მის დიდგვაროვან შეფს. იმავდროულად ქვეყანამ ბორჯომის ოპოზიციონერ-დეპუტატთა სახით ნახა სამოქალაქო გმირობისა და მოუსყიდველობის მაგალითი.“

“ალია”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.