„შარომე აშმალახა!“ – სალომე ზურაბიშვილს რუსთავში აქციით დახვდნენ

შარომეაშმალახა, განგრენა თქვენ ხართ“- ამ ტრანსპარანტებით რუსთავში მოსახლეობა აქციას მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივებთან შეხვედრას მართავს, რის პარალელურადაც მოსახლეობამ პროტესტი გამოხატა.

ისინი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მოღალატეა.

აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ განცხადებებს აპროტესტებენ, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატმა ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა.

ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.