„შევხვდი დეკანოზ მამალაძეს, ღრმა შოკში ვარ… ვესაუბრებოდი ნამდვილ მძევალს“

„შევხვდი დეკანოზ მამალაძეს, ღრმა შოკში ვარ… ვესაუბრებოდი ნამდვილ მძევალს“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულია:

„ამ წუთში გამოვედი მატროსოვის ციხიდან. მისივე თხოვნით ადვოკატის სტატუსით შევხვდი დეკანოზ მამალაძეს. ღრმა შოკში ვარ არა მარტო მოსმენილით, ცხოვრებაში პირველად 2 საათი ვესაუბრებოდი ნამდვილ მძევალს“, – წერს გვარამია.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი მამა გიორგი მამალაძესთან, მისივე თხოვნით, ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დეკანოზი “სახელმწიფოსა და საპატრიარქოს მძევალია”.

ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო დეკანოზის მიმართ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია, რის გამოც, გიორგი მარგველაშვილმა ის უნდა შეიწყალოს.

newposts.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.