შეიქმნა აპლიკაცია, რომლითაც მოქალაქეებისთვის პარლამენტის ყველა საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომია

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებპორტალის კანონმდებლობის გვერდს ახალი აპლიკაცია – „საინფორმაციო სისტემა“ (https://info.parliament.ge/beta/) დაემატა, სადაც ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია.

ახალი აპლიკაცია მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ოპერატიულად მოიძიონ პარლამენტის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: კანონპროექტები – თანდართული ყველა მასალებით, კენჭისყრის შედეგები, ბიუროსა და პლენარული სხდომების დღის წესრიგები, აგრეთვე სადეპუტატო კითხვები და, რაც მთავარია, ყველა საჯარო ინფორმაცია.

მომხმარებელს საშუალება ეძლევა, დაწყებული 1997 წლიდან დღემდე, 10 861 კანონპროექტზე მიიღოს ყველა ინფორმაცია ინიცირებიდან მის კანონად ქცევამდე.

ამასთან, საჯარო ინფორმაციის გვერდი ითავსებს არქივის ფუნქციასაც და ინფორმაციის განახლების შემთხვევაში, მომხმარებლისათვის განვლილი პერიოდის ინფორმაციაც კვლავ ხელმისაწვდომი დარჩება. გვერდზე არსებულ თითოეულ განყოფილებას გააჩნია დეტალური ძიების ველი, რაც მომხმარებელს მისთვის სასურველი პერიოდის თუ შინაარსის ინფორმაციის მოძიებას გაუადვილებს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.