“შეიძლება, მმართველი პარტია დაიშალოს კიდეც… შესაძლებელია მოიაზრებოდეს კალაძისა და ღარიბაშვილის ხალხის ერთობა”

ვფიქრობ, ინაუგურაციის შემდეგ “ქართულ ოცნებაში“ რეფორმები დაიწყება და შეიძლება, მმართველი პარტია დაიშალოს კიდეც – ეს განცხადება, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.

“გურია ნიუსთან” ზაქარეიშვილმა არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

“- აღნიშნეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საზოგადოებამ ხმა მისცა არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ საკუთარი არჩევანი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დააფიქსირა, რაც პოლიტიკურ ასპარაზზე მესამე ძალის გამოჩენის აუცილებლობაზე მიუთითებს. როგორ ფიქრობთ, დღეს მესამე ძალის გამოჩენის პერსპექტივა ჩანს ?

_ ამ წუთში არ ჩანს, მაგრამ ვფიქრობ, ინაუგურაციის შემდეგ “ქართულ ოცნებაში“ რეფორმები დაიწყება და შეიძლება, მმართველი პარტია დაიშალოს კიდეც, რომელსაც მეტ-ნაკლებად ჯანსაღი ძალა გამოეყოფა _ ისე, როგორც მოუვიდა მოქალაქეთა კავშირს, როცა მას ჟვანიას, ბურჯანაძისა და სააკაშვილის გუნდი გამოეყო. ყველაზე რეალური ძალა „ქართული ოცნების“ წიაღში იმყოფება, რომელშიც შესაძლებელია მოიაზრებოდეს კალაძისა და ღარიბაშვილის ხალხის ერთობა,” – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.