შეკერილი საქმე – ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი ფონდ “იავნანას” წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს

„არავითარი მტკიცებულება პროკურატურას არ გააჩნია,“ – ეს განცხადება ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა ფონდ „იავნანაზე“ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ ეს საქმე გამოგონილია, რადგან ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ გააჩნია. ბარათაშვილის თქმით, ბურჭულაძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე, კონკრეტული პირების ინტერესებს ემსახურება.

„არავითარი მტკიცებულება პროკურატურას არ გააჩნია, ეს არის შეკერილი საქმე. რამდენი უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ საქმე რომელიც დაიწყო 2017 წლის სექტემბერში, თითქოსდა, ისეთი პირის განცხადების საფუძველზე, რომელმაც ტელევიზიით ნახა ფილმი და შემდეგ მეორე დღეს შეიტანა განცხადება და სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება და უამრავი მოწმე დაიკითხა და ა.შ. და ვერაფერი ვერ მოძებნეს,“ – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

დღესვე საქმის ფარგლებში დაიკითხა პაატა ბურჭულაძის მეუღლე, ანგელა ვასილენკო, რომელიც აცხადებს, რომ ეს საქმე არის შავი PR-ის ნაწილი.

„ფონდ იავნანას“ წინააღმდეგ გამოძიება თანხების გაფლანგვისა და მითვისების მუხლით ორი წლის წინ დაიწყო და ამ პროცესის გამო ფონდი დღემდე სრულფასოვნად ვეღარ ფუნქციონირებს.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.