შეკითხვა „ქართულ ოცნებას”: იცით თუ არა, რომ თქვენი ხელისუფლების პერიოდში მომავალ თაობას ვალი 4 მლრდ $-ით გაეზარდა? (სტატისტიკა)

კოალიცია “ქართული ოცნება” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ნაციონალურმოძრაობას” საგარეო და შიდა ვალის აღების გამო აკრიტიკებდა. თუმცა ხელისუფლებაშიმოსვლის შემდეგ ამ პრაქტიკაზე არც თავად უთქვამს უარი.

რატომ სესხულობს  ხელისუფლება სულ უფრო მეტ ფულს?

მთლიანი  საგარეო ვალი რამდენიმე  კომპონენტისგან შედგება:  სახელმწიფო საგარეო ვალი, მთვარობის საგარეო ვალი, საბანკო სექტორის ვალი და სახელმწიფო კომპანიების მიერ აღებული ვალი.

მთლიანი საგარეო ვალი

  • 2012  წელი  – 13 414 700 000 აშშ დოლარი
  • 2013 წელი  –  13 443 000 000  აშშ დოლარი
  • 2014 წელი  –  13 989 100 000  აშშ  დოლარი
  • 2015 წელი  –  15 848 700 000  აშშ დოლარი
  • 2016 წელი  –  15 874 300 000  აშშ  დოლარი
  • 2017 წელი  –  17 283 400 000  აშშ  დოლარი
  • 2018  წელი  – 17 476  000 000  აშშ დოლარი

ეროვნული ბანკის საიტზე  nbg.ge სტატისტიკა  აჩვენებს, რომ მთლიანი საგარეო  ვალი  6 წელიწადში  4 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. 

წმინდა საგარეო ვალი  მშპ -სთან

  • 2012  წელი  – მშპ -ს   54,3%
  • 2013  წელი  – მშპ -ს   52,3%
  • 2014  წელი  – მშპ -ს   54,1%
  • 2015  წელი  – მშპ -ს   68,5%
  • 2016  წელი  – მშპ -ს   68,0%
  • 2017  წელი  –  მშპ-ს   67,0%
  • 2018  წელი  –  მშპ -ს  67,4%

მთლიან საგარეო ვალში, იზრდება სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე mof.ge  მოცემული სტატისტიკით სახელმწიფო საგარეო ვალი 6 წელიწადში თითქმის 1,2  მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

  • 2012 წელი  –  3 997 301 000 აშშ დოლარი
  • 2013 წელი  –  4 202 026 000 აშშ დოლარი
  • 2014 წელი  –  4 199 798 000  აშშ დოლარი
  • 2015 წელი  –  4 314 909 000 აშშ დოლარი
  • 2016 წელი  –  4 515 717 000 აშშ დოლარი
  • 2017 წელი  –  5 177 390 000 აშშ დოლარი
  • 2018 წელი  –  5 169 029 000 აშშ დოლარი

სახელმწიფო საგარეო ვალის  დიდი ნაწილი მთავრობამ  საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აიღო.

სოლიდური დაფინანსების ფონზე „მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა“ გზების ხარისხისმიხედვით გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში  საქართველო  82-ე ადგილზეა.შვიდბალიანი შეფასებით 3,8 ქულით შეფასდა გზების ხარისხი საქართველოშიდა  სამხრეთაფრიკაში მდებარე ბოტსვანის რესპუბლიკისა და ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო ჰონდურასის გვერდით აღმოჩნდა.

იცით თუ არა, რომ საქართველოში ყოველი ახალშობილი 4 ათას ლარზე მეტი ვალით იბადება?

არადა, საარჩევნო ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი –ქრთული ოცნების” საარჩევნო პროგრამისთანახმად, მთავრობა დიდი ოდენობით ვალის აღების პრაქტიკაზე უარის თქმას გეგმავდა და მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში, ვალს მხოლოდ მომგებიანი პროექტებისდაფინანსებისთვის აიღებდნენ.

საარჩევნო  ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნების”  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარმოდგენილ საარჩევნო პროგრამა

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მომავალი თაობებისათვისდიდი ოდენობით ვალების დაგროვების არსებულ პოლიტიკაზე უარის თქმა და კრედიტებისმხოლოდ გონივრულად  და, რაც მთავარია, გამჭვირვალედ, დასაბუთებული
საინვესტიციო  პროექტებისათვის  გამოყენება.  აქედან გამომდინარე:  გატარდება ვალებისმართვის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც გაითვალისწინებს თაობათა შორის სამართლიანობასდა უზრუნველყოფს მდგრადი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ხელშეწყობას;

სწორი პოლიტიკის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება ვალების ოპტიმალურ დონეზეშენარჩუნება და მართვა, რაც ამავე დროს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურკეთილდღეობას.

ბოლო 20 წლის განმავლობაში არ არსებობდა სახელმწიფო პოლიტიკა საშინაო ვალებისმიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში საქართველოს სახელმწიფომ აღიარა ან არ აღიარამოქალაქეთა მიმართ ცალკეული დავალიანებები, როგორც შიდა ვალი. მიუხედავად ამისა, ვერმოხერხდა ვერც პრიორიტეტების განსაზღვრა და ვერც საშინაო ვალის მომსახურებისგრძელვადიანი გეგმის შემუშავება.

აქედან გამომდინარე, დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ მოხდეს სახელმწიფო შიდა ვალისინვენტარიზაცია და დაფარვის რეალური მექანიზმის შექმნა” .

ნინო ნატროშვილი

commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.