“შენ წაგართვი ძმაო რამე? … ვინ კითხავს მერს მაგასაც დაგანახებ თუ არ ავიღებთ პრემიებს ყველა” – ოზურგეთის საკრებულო

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებს შორის რიგგარეშე სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება რიგგარეშე სხდომაზე ოზურგეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილ პროექტს სახელფასო სარგოების მატებასთან დაკავშირებით, მოჰყვა.

ოპოზიციამ ხელფასების მატება გააპროტესტეს: “მაშინ როცა პენსიები არ იზრდება რატომ იზრდება ხელფასები?” განაცხადა სხდომზე ბესო ქათამაძემ.

ქათამაძეს “ოცნების” წევრმა გოჩა კილაძემ უპასუხა: “შენ წაგართვი ძმაო რამე? პრემიებს არ ვიღებთ ზატო”. კილაძის ამ პასუხს კვლავ ქათამაძემ უპასუხა: “პრემიების აღების საშუალება მერმა არ მოგცათ თუ არა მაგასაც აიღებდით”, რასაც ისევ კილაძის განცხადება მოჰყვა: “ვინ კითხავს მერს მაგასაც დაგანახებ თუ არ ავიღებთ პრემიებს ყველა”.

საბოლოოდ კი დეპუტატებმა წარმოდგენილი პროექტი აბსოლიტური უმრავლესობით დაამტკიცეს.

“გურიის მოამბეს” ინოფრმაციით, ოზურგეთის თანამდებობის პირებზე სახელფასო სარგოების მატების წინააღმდეგი ოთხიდან ოთხივე “ნაციონალი” იყო, ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირებზე სახელფასო სარგოების მატების წინააღმდეგ მხოლოდ ერთი წავიდა.

წყარო “გურიის მოამბე”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.