“შესაძლოა სტრასბურგს კიდევ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოუწიოს” – რუსთვაი2 და 2020

შესაძლოა სტრასბურგს კიდევ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოუწიოს – აცხადებს ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი რუსთავი 2-თან დაკავშირებულ ახალ საქმეზე:

“ეს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია. უშუალოდ 9%-ის მფლობელი რას ითხოვს და რატომ, მაგრამ სამწუხაროდ მე მეჩვენება, რომ ეს არის ყველაფერი წინაპირობა 2020 წლის არჩევნებისა, სადაც ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გააკონტროლოს მედია…შესაძლოა სტრასბურგს კიდევ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოუწიოს” განუცხადა ხუციშვილმა ჟურნალისტებს. 

სამაუწყებლო კომპანიის 9 %-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით, ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.