შესაძლო გარყვნილი ქმედება 15 წლის გოგოს მიმართ – უმძიმესი ბრალდება „ქართული ოცნების“ დეპუტატის წინააღმდეგ

უმძიმესი ბრალდება „ქართული ოცნების“ დეპუტატის წინააღმდეგ. ადიგენის პოლიცია 15 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების საქმეს იძიებს, რომელშიც მთავარი ფიგურანტი სოფელ მოხეს მაჟორიტარი, ნოდარ გობაძეა.

სოციალურ ქსელში მიმოწერა საქმეში მთავარი მტკიცებულებაა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტომასალების თანახმად, პირი რომელიც facebook-ზე გაბოძის სახელით არის დარეგისტრირებული, არასრულწლოვან გოგონასთან გარყვნილ ქმედებას ჩადის.

15 წლის გოგონას მიმართ შესაძლოა გარყვნილი ქმედების საქმეზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი ადიგენის პოლიციამ უკვე გამოკითხა, თუმცა თავად გობაძეს ამ თემაზე საუბარი არ სურს. დეპუტატი ამბობს, რომ ეს ისტორია გამოგონილია და ამიტომ გამოძიების დასრულებას ელოდება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ დეპუტატს პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: ეკა გაგუა
“რუსთავი2”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.